1464 წ. I.19. - შეწირულების წიგნი გიორგი მეფისა გელათისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: 1448-5025.
პირები:

  1. Sd-2888 - გადაწერილია XIX საუკუნეში მრავალი შეცდომით
  2. H-08/07 - გადაწერილი 1840 წ. რუსული თარგმანითურთ.

საბუთის ტექსტი

edit

ყოვლად წმიდაო გელათისა ღმრთისმშობელო!

ჩუენ, მსასოებელმა და მინდობილმან ცვა-ფარვათა თქუენთამან, მეფეთა მეფემან გიორგი, ვიგულე და ვიგულსმოდგინე მცირე ესე სამსახური და შემოსაწირავი და შემოგწირე მღუიმისა ეკლესია და იქი მსხდომნი გლეხნი ფანჩულისძენი მამულითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა, ვენახითა, სათიბითა, ჭალითა, ეკლესიითა, სასაფლაოთა, მათითა ერთობილითა შესავლითა და გამოსავლითა, მოგუიხსენებია და შემოგუიწირავს.

უწინაცა თქუენი მკუიდრი და ძუელიდგან შემოწირულიყო და იადგარშიგან გეწერნეს ესე გლეხნი, რომე ესრეთ ზემო სწერიან. და აწ, კიდევე მოგახსენეთ და შემოგწირეთ ამა წესითა, რომე ჩუენისა სულისათუის ყოველთა წელიწადთა ფანჩულისძე, ვინცა-ვინ მღრდელი იყოს, ჟამსა გუიწირევდეს და აღაპსა გარდაიხდიდეს. და მათი ბეგარა, რაცა იყოს, თქუენ წინა მოვიდოდეს და არა დაგაკლდებოდეს. და ჩუენ ჩუენი წირვა, კურთხევა, ლოცვა, წირვა არა მოგუეშალოს.

და ვინც-ვინ ჩხარისა პატრონი იყოს, რასაცა ყანა მოხნევდეს, მას ვერას სთხოვდეს და ვერც-რა საქმე დაიგდოს. როგორცა თქუენსა მკუიდრსა და უცილობელსა მამულსა მართებს, აგრე გაგითავდეს და ვერავინ შეგიცვალოს.

დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ჩუენი ქრონიკონსა რნბ, ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა ით, იანვარსა ით.


[დამტკიცება]:

საბუთის დათარიღება

edit
საბუთს უზის თარიღი: ქორონიკონი რნბ (152) - 1464 წ.  იანვრის ით (19) და გიორგი მეფის მეფობის ით (19) ინდიკტიონი.

საბუთის პუბლიკაციები

edit