1470-1475 წწ. - იადგარის განახლების სიგელი შამადავლა დადიან-გურიელისა ხოფის ღვთისმშობლისათვის




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი დაკარგულია.

არსებობდა XVII საუკუნეში მხედრულად გადაწერილი პირი, რომელიც ს. კაკაბაძეს უნახავს ბიჭვინთის საკათალიკოსო საბუთებში ბიჭვინტის საბუთები - N 092. ის თავნაკლული და დაზიანებული ყოფილა.

გვაქვს პირები :

  • 1449-1571 - გადაწერილი ს. კაკაბაძის მიერ
  • 1449-1667 - ს. კაკაბაძის პირიდან მანქანაზე გადაღებული კოპიო.

ამასთან ერთად საბუთი თითქმის მთლიანად შეტანილია ლევან II დადიანის შეწირულების სიგელში.

ამ ორი სიგელით გ. არახამიამ აღადგინა სიგელის თავდაპირველი სახე, რომელიც ასევე, ქვემოთ არის მოყვანილი.

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


საბუთის ტექსტი XVII საუკუნის პირის მიხედვით

... დავამტკიცე ... ... ჯვარი და ბისონი ... კეთილითა შევამკვეთ და დავასუენეთ. და ვირწმუნეთ იერუსალიმისა და ანტიოქისა პატრიარქსა მიხაელს, სარქოთა და ომფორითა კათალიკოზი იოვაკიმ. ქრისტეს სა[ფ]ლავისა მარჯუენითა კათალიკოზად დავაყენეთ და საკათო[ლიკოზ]ოდ ესე გავაჩინეთ.

თავსა წმიდასა გიორგი მსხულებისა [თვი]სითა შესავლითა და გამოსავლითა მისითა, სამსხოთა...ითა ტყითა, წყლითა და სანადიროთა, სათევზოთა, [სა]ყანითა, რასაც მოგელია იხმარებდა, უძებარითა და საძებრითა, იმ რიგითა და წესითა, გლეხებითა ყოლათა და ჯუარის მტუირთველად ბერი ზოსიმე ... [კემ]ხელს გეგებერია კაჭრისშვილები ბაბადიშა და მისნნი ძმანი კახაი და ვა[ჟ]ბედაი, მისთანა ორნი მაშისძენი დედისმამაი და ლადარია, ორნი ნადირია მიქელა და მამისთუალი, წუწუნარი მამ[უ]ლი და მარანი მისითა ტყითა, წყლითა და ეკლესიის კარი[თა] და სათევზოთა, კუირია მასხულია მისითა შვილებითა, ოთარაი წუწუნავა მისითა მამულითა, ბერია მისითა მამულითა, წყლისპირს ბონია ქრისტეშიაი მისითა მამულითა.

წყლის პირსა ჭალადიდს რიონსზედან ნახევარი ბაჟი ხოფისა ღვთისმშობლისა არის და ნახევარი კათოლიკოზს, ქარანტას და კემხელს მესამედი წყლის ბაჟი ყოვლად წმიდისა არის, ნოხიდენს ოთხი კუამლი კაცი ყურუ... და სხუიტავა ანდალისშვილი შონია მათითა მამულითა, ტყითა, წყლითა და ეკლესიის კარითა. აგრევე დადიანის სახლის თავი ნიშანი კათოლიკოზისა არის. აგრევე სხუათა აზნაურის შვილთა ნიშანი, აგრევე სხუათა ებისკოპოთა საფერხავი მართებს და ამას არა ეთხოვებოდეს, აგრევე ცუს გამოღმა და ჭუირიას წყალს შუა ვინცა [ნა]დირი მოკლას, სეფეს ყოვლადწმიდის წინ მოიღებდეს, ნურავინ დააკლებს.

ქ. აგრევე ჩუენ ბატონმა დადიან-გურიელმან შამანდავლა მოვიკითხეთ იადგარი ძუელთაცა აგრე ეწერა, ვინცა ხოფის საყდარს გარეშემო უპატიობა იკადროს ანუ გლეხი [და ან]უ ჯოგი წაუსხას ანუ ქურდობა ქნას ანუ სასახლეს [მი]უხდეს და გატეხოსა, ათი გლეხი დაეურვოს საყდარსა. ... ზედან მოუხდეს დაარბიოს დააწუას ... მეხადილე კუამლი გლეხი დაუ...ლოდ ანუ ღალატითა კაცი მოკლას, ორი ზომა [სის]ხლი დაეურვოს. ვინცა, ძმათაგანსა უპატიობა ჰკადროს ანუ აგინოს, ათასი ბოტ[ინატი დაუ]ურვოს, აგრევე ჭუირიას და ცუს შუა ტყე და წყალი ყოვლად წმიდისა არის და ნურავინ დააკლებთ და ვინ დააკლოს, რ[ისხ]ავსმცა მამა ძე და სული წმიდა და ყოვლად წმიდა ღმრთისმშობელი ხოფისა და ყოველნი წმიდანი ღთისან ზეცისანი და ქუეყანისანი, ხორციელნი და უხორცონი და ვინცა ამისდა შლად და ქცევად ჴელყოს, რისხავსმცა ქრისტეს საფლავის მადლი, იერუსალიმს შესვლა, ჯუარცმა, აღდგომა, ნათლისღება, ამაღლება, მეორედ მოსვლა, მთაწმიდა, სინაწმიდანი, მოციქულნი, წინასწარმეტყუელნი, მღუდელთმოძღუარნი, მოწამენი, წმიდანი მამანი, მეუდაბნოენი და ქალწულნი, შემცაედების შიშთუილიბი იუდასი, კეთრი დიოსკორესი, განდგომილება ივლიანესი, ღრჭენა კბილთა და სატანჯველი მდედარისა მის უწყალოსა და ნურათამცა სინუ[ნუ]ლით ნუ იქნების ჴსნა სულისა მისისა ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა, უკუთუ სისხლნიცა თვისნი ქრისტესთვის დასთხივნის ა(მი)ნ. დამამტკიცებელნი ამათნი აკურთხნეს ღმერთმან ა(მი)ნ.

[აქ ყოფილა ხვეული ხელისმოწერა].

გ. არახამიას მიერ აღდგენილი საბუთის ტექსტი

... [ძუელითგანი იადგარი გარყუნილიყო და დაკარგულიყო ხოფისა ღვთისმშობლისა], {ჩუენ, დადიან-გურიელმან შამანდავლა ახლად გავარიგეთ და} დავამტკიცე[თ]. ა[მას ჟამსა უღმრთოდ და უსჯულოებად მიიქცეს აფხაზნი, რომელი აფხაზთა გარყუნეს რჯული და კათალიკოზობა, ხოლო ჩუენ] ჯვარი და ბისონი [და ხატი] კეთილითა შევამკვეთ და დავასუენეთ. და ვარწმუნეთ იერუსალიმისა და ანტიოქისა პატრიარქსა მიხაელს, ჯუარითა და ომფორითა კათალიკოზი იოვაკიმ ქრისტეს სა[ფ]ლავისა მარჯუენითა კათალიკოზად დავაყენეთ და საკათო[ლიკოზ]ოდ ესე [საყდარი] გავაჩინეთ.

{ხოფისა ღვთისმშობელისა ესრეთ გავარიგეთ}

თავსა წმიდა გიორგი მსხულებისა [მი]სითა შესავლითა და გამოსავლითა, მისითა სამართლიანითა მზღვრითა, ტყითა, წყლითა და სანადიროთა, სათევზოთა, [სა]ყანითა, უძებრითა და საძებრითა, რასაც მოგელია იხმარებდა იმ რიგითა და წესითა, გლეხებითა ყოლათა და ჯუარის მტუირთველითა ბერი ზოსიმე[სითა].

[კემ]ხელს: გეგებერია ვაჭრის შვილები - ბაბადიშა და მისნნი ძმანი, კახიაი და ვა[ჟი]ბედაი. მასთანა ორნი მაშისძენი: დედისმამაი და ნადირია, ორნი ლადარია: მიქელა და მამისთუალი; წუწუნაური მამ[უ]ლი და მარანი მისითა ტყითა, წყლითა და ეკლესიის კარი[თა] და სათევზოთა; კუირია მასხულია მისითა შვილებით, ოთარაი წუწუნავა მისითა მამულითა, ბერია მისითა მამულითა, წყლისპირს ბონია ქრისტეშიაი მისითა მამულითა.

წყლის პირსა ჭალადიდს რიონსზედან ნახევარი ბაჟი ხოფისა ღვთისმშობლისა არის და ნახევარი კათოლიკოზ[ი]ს[ა] [არის].

ქარანტას და კემხელს: მესამედი წყლის ბაჟი ყოვლად წმიდისა არის.

ნოხიდენს ოთხი კუამლი კაცი: ყურუ[ა] და სხუიტავა, ანდალისშვილი [და] შონია, მათითა მამულითა, ტყითა, წყლითა, [სათევზოთა] და ეკლესიის კარითა.

აგრევე დადიანის სახლის თავი ნიშანი კათოლიკოზისა არის; აგრევე სხუათა აზნაურისშვილთა ნიშანი; აგრევე, სხუათა ებისკოპოთა საფერხავი მართებს და ამას არა ეთხოვებოდეს.

აგრევე ცუს გამოღმა და ჭუირიას წყალს შუა ვინცა [ნა]დირი მოკლას, სეფეს ყოვლადწმიდის წინ მოიღებდეს, - ნურავინ დააკლებს!

ქ. აგრევე ჩუენ ბატონმა დადიან-გურიელმან შამანდავლა მოვიკითხეთ იადგარი: ძუელთაცა აგრე ეწერა:

ვინცა ხოფის საყდარს გარეშემო უპატიობა იკადროს, ანუ გლეხი დაურბიოს, ანუ ჯოგი წაუსხას, ანუ ქურდობა ქმნას, ანუ სასახლეს მოუხდეს და გატეხოს, ათი გლეხი დაუურვოს საყდარსა.

ვინცა სახოფოსა ზედან მოუხდეს, დაარბიოს და დააწუას, ... მეხადილე კუამლი გლეხი დაუურვოს საყდარსა.

[ვინცა უსამართ]ლოდ ანუ ღალატითა [საყდრისა] კაცი მოკლას, ორი ზომა სისხლი დაეურვოს.

ვინცა, ძმათაგანსა უპატიობა ჰკადროს ანუ აგინოს, ათასი ბოტ[ინატი] დაუურვოს.

აგრევე, ჭუირიას და ცუს შუა ტყე და წყალი ყოვლადწმიდისა არის და ნურავინ დააკლებთ.

და ვინ დააკლოს, რ[ისხ]ავსმცა მამა, ძე და სულიწმიდა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი ხოფისა და ყოველნი წმიდანი ღთისანი: ზეცისანი და ქუეყანისანი, ხორციელნი და უხორცონი. და ვინცა ამისდა შლად და ქცევად ჴელყოს, რისხავსმცა ქრისტეს საფლავის მადლი, იერუსალიმს შესვლა, ჯუარცმა, აღდგომა, ნათლისღება, ამაღლება, მეორედ მოსვლა, მთაწმიდა, სინაწმიდანი, მოციქულნი, წინასწარმეტყუელნი, მღუდელთმოძღუარნი, მოწამენი, წმიდანი მამანი, მეუდაბნოენი და ქალწულნი, შემცაედების შიშთუილი იუდასი, კეთრი დიოსკორესი, განდგომილება ივლიანესი, ღრჭენა კბილთა და სატანჯველი მხედარისა მის უწყალოისა და ნურათამცა სინა[ნუ]ლით ნუ იქნების ჴსნა სულისა მისისა ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა, უკუეთუ სისხლნიცა თვისნი ქრისტესთვის დასთხივნის, ამინ. დამამტკიცებელნი ამათნი აკურთხნეს ღმერთმან. ამინ.

საბუთის დათარიღება

edit
საბუთი უ თ ა რ ი ღ ო ა : ს. კაკაბაძე საბუთს ათარიღებს შამადავლე დადიანის ზეობის წლებით 1470-1474. გ. არახამიას მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად შამადავლე დადიანი 1475 წელს გარდაიცვალა, შესაბამისად, საბუთიც 1470-1475 წლებით უნდა დათარიღდეს.

პუბლიკაცია

edit