...მირონისა ღმერთ-მყოფელისა და წმიდისა მამისა დავით გარეჯელისათა და დოდო და ლუკიანესითა, ესე გასათავებელი პირი გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ ქართლისა კათალიკოზმან დავითს, ჩუენ, დიდმან და მცირემან, ერთობილთა კალაურელთა, მას ჟამსა, ოდეს ჩუენსა და გორგიასშვილსა შუა ცოტა რამე სამდურავი გამოვიდა.
აწ. ესე წიგნი მოგახსენეთ: თუ ამის უკანის თუ რამე ჩუენგან ერთმანეთზედა ავკაცობა გამოვიდეს, თქუენი და თქუენი საყდრისა შემცოდენი ვიყვნეთ, და კვამლის თავსა ათას-ათასი თანგა მოგახსენოთ შუა შემოუსვლელადა ყოვლისა კაცისაგან.
თუ ესე არა გავათავოთ, გვრისხავსმცა მამა, ძე და სული წმიდა და ესე ზემოწერილნი ღმერთისანი, რომელმანცა გავტეხოთ ესე დაპირება და ნიშანი.