მე, ზევდგინისძემან მამიამან და მეუღლემან ჩემმან გულქან, შევსწირეთ უდაბნოსა მღვიმესა... ახატანს ვენახი ბატაური, ოთხი რუ პრლიბთა ზეით, შარაშისძისა ვენახსა აქეთ, ბეშქენისშვილის ვენახსა იქით მისითა მზღურითა, საწნეხლითა, წალმულითა და მისითა სამართლიანითა გზითა.
შევსწირეთ სააღაპოდ შიოსუბანს სამი კაბიწი პური დიდითა კაბიწით, სახასოსაგან. და გავიჩინეთ აღაპი - დიდთა მარხვათა შინა მეორეთა შაბათ-კვირიაკეთა მამიასათვის გარდაიხდებოდეს, და მესამეთა შაბათ-კვირიაკეთა გულქანისთვის გარდაიხდებოდეს აღაპი კარგაღებული და ყოვლითურთ უნაკლულო.
ვენახი ასრე და ამა პირსა ზედა, რომე ბატუნხელასშვილი მუშაობდეს და მამისა და წინამძღურისაგან მეტი მას არა მიხუდებოდეს ამისთუის, რომე მისისა მუქაფათ სხუა აქუს და, რაცა იმ ვენახსა ტკბილი გამოვიდეს ორი ჭური, მე, მამიამან ჩავდგა. ესე ასრე გავიჩინე ჩემთა ძმისწულთა და შვილთა კითხვითა და ნებადართვითა...
დაიწერა სიგელი ესე თუესა ფებერვალსა ი, ქორონიკონსა რჲგ ხელითა ბერის მარკოზისითა.