1477 წ. - ანდერძი მამისა მეჯინიბეთუხუცესისა თავის ძმისწულ ზაქარიასადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


მე, ყოველთა კაცთა უნარჩევესმან, მეჯინიბეთა უხუცესმან მამისამან, ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი ანდერძისა წიგნი მოგეც შენ, ჩემსა ძმისწულსა ზაქარიას კითხვითა და დამოწმებითა წმიდისა მეუფისა კათალიკოზისა დავითისითა და ყოველთა ჩემთა უფროსთა მცხეთისშვილთათა, მას ჟამსა, ოდეს ცოდვათა ჩემთა სიმრავლისაგან უშვილოდ დავრჩი და ჩემი კერძი შვილიერობა დასრულდა.

ამას წინათცა ერთსახლნი და გაუყოფელნი ვიყვენით და, აწცა, ისრევე დავაგდე ჩემი სახლი და მამული, ასრე რომე, რაცა საყდრისა და კათალიკოზთაგან წყალობა გუჭირდა და მამული მქონდა, ყუალა ჩუენთვის სამკუიდროდ ბოძებული იყო და მამულიცა ერთი და გაუყოფელი იყო. აწ, იმავე წესითა, გაუყოფლად მე დავაგდე და მოგეც შენი და ჩემი კერძი - ორივე ასრე და ამა წესითა: რაცა სამცხეთისშვილი წილი და საძმო ჩუენსა სახლსა მოხდომია, იმავე წესითა მოგხუდებოდეს. მცხეთას რაცა სახლი და მამული არის, იგი უკლებად გქონდეს. კარსანს - გლეხნი სამნი: ღუინიასშვილი, სოლომონასშვილნი და მიხითარასშვილი მათითა მამულითა; ჯუარს - ესემბუღასშვილი მისითა მამულითა; და ძაგნაკორნათა შალვიასშვილი, ხუტლიასშვილი და სარუე; ახატანს - ვენახი სულიაური და სოფელი ხატისწობენი მისითა შესავლითა და გამოსავლითა, მით წესითა, რაგუარაცა საყდრისა კათალიკოზთა და მეფეთაგან სამკუიდროდ ბოძებული არის...

ამისნი მოწამენი არიან ჯუარისმტვირთველი თევდორე, გობირახუასძე ვირშელი და სულთამამა, ანთახუისძე ნუგზარ, ცოცხასძე კახა, მთავარასძე იმარინდო, კუირილეისშვილი დიმიტრი, დეკანოზი იორდანე, გაბრიელისშვილი ბადრი და ერთსულობით მცხეთისშვილნი.

დაიწერა ქორონიკონსა რ სამოცდახუთსა, ხელითა ფრიად ცოდვილისა მახარებელისათა, და მოწამეცა არს.

საბუთის დათარიღება

edit

ქორონიკონი რ სამოცდახუთი, ანუ 1477 წელი.
ე. თაყაიშვილს ანდერძის გამცემი მამისა მეჯინიბეთუხუცესი ზედგენიძე ჰგონია.

პუბლიკაცია

edit