1477 წ. VII.4. - ნასყიდობის წიგნი პალატისშვილებისა არდაშერასშვილებისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ესე მტკიცე ნასყიდობისა სიგელი დაგიწერეთ და მოგეცით ჩუენ, პალატისშვილთა: ნიკოლოზ, ზაალ, ავთანდილ, ბეშქენ, დემეტრე, და შვილთა ჩუენთა: რამინ, ერანგი, და ჯაგაშერ და ზავრან და შვილისშვილთა და მომავალთა გუარისა ჩუენისათა, ყოველთავე, თქუენ, არდაშერასშვილსა გოგიტას და შენთა შვილთა ლაგაურს და პაპიასა, და შენთა შვილისშვილთა: მამულასა, შალვას და მამაგულასა.

და მოგყიდეთ ჩუენი მკუიდრი მამული - კრწანისს ვენახი, შენგანვე აშენებული, ყოვლისა კაცისაგან მოუდევარი და მოუსარჩლელი მისითა წყლითა, რაგუარაცა ამას წინათ ჰქონებია, მისითა გზითა და მისითა სამზღურითა; გოსალასშვილისა და გრიგოლასა და ლიტრასა ვენახსა შუა, გზასა ქუეით. და ავიღეთ საფასი სრული და უკლები, რითაცა გული ჩუენი შესჯერდებოდა და მისი ფასი საყდარსა მოვახმარეთ...

დაიწერა ჟამსა მეფეთ მეფისა ბაგრატისა და ქრონიკონსა რნიე, თვესა იულისსა , ხელითა მიწა იოვანე ხუცისათა.


დამტკიცება:


მოწმეები:

საბუთის დათარიღება

edit

იულისს , ქორონიკონი რნიე, ანუ 1477 წლის 4 ივლისი.

პუბლიკაცია

edit