1478 წ. ახლო - საჩივრის წიგნი ავთანდილ ზევდგინისძისა - III





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: Hd-1800

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 1937 - ბერძენიშვილი ნიკო


...გიორგი მეფე... ქუთათისი წაართო. ჩემი ძმა... გამოიყვანეს ციხიდაღმა. ... და არცა ერთი კუამლი კაცი არა დამაკლო-რა. იმა ჩემთუის მოცემულზედა იყო... ბაგრატ ქუთათისს გაილაშქრა... გიორგი მეფე შევიბენით, მოგვერივნენ ჩემი ძმა ხელთა დარჩა. გიორგი მეფესთანა ქუთათის ვიყავ და ღმერთმან იპრიანა, გიორგი მეფე მე წამოვიყვანე. და ოცდაოთხი შუბი და ისარი და ხრმალი მესო, ისეთმა წამოვიყვანე. ერთობილნი მოწამენი არიან დარბაისერნი. ასრე ნამსახურსა და მას ქუეშე მკუდარსა მას წამსვე ციხე დამიქცივეს. რის თავზედა მიყო, ყველა იცით, ბატონო დარბაზისერნო! მოვიდა ჩემი ძმაცა და დაგუიპყრნა გიორგი მეფემან კიდევე ხელთა და ასრე გუიბძანა: "რაცა აზნაურიშვილები დარჩა ხელთა, გამოაშუებინეთ, კარგია, თუარემ არცა ერთსა არ გაგიშუებ".

დაჰპირდა ჩემი ძმა გამოშუებასა და ზაალ ტყუედ დაჭირეს აქა. და ასრე უბრძანა მეფემან: "თუ აზნაურიშვილებსა არ მამისხამ, ზაალს ყურუმშის მივსცემო". ამისნი მოწამენი მრავალნი არიან. ის კიდევ დააღარიბნა და მე დამიჭირა და ისაივ მამული კიდევე მაქონა.

ჭოპარტს ზაქარია ებოძა მეფესა ჩემთუის: ალონს წამამყევ და, რაცა შენი მკუიდრი არის, არას დაგაკლებ, ისრევ მოგცემო". ამისი მოწამე ზაქარია არის. აწ, ამაშიგა ზაალ თათარჩიგა მიჰყვანდა. ასრე ვთქუი: "ჩემი გუარის კაცი მის დღეჩიგა თათარჩიგა არ დატყუებულა, ამას რასათუის ვიქ, რომე ისი ტყუედ წაიყვანონ"? თუმც იმ დღესა ზაალის გულისათუის არ მექნა, არცა ერთსა კუამლსა კაცსა არ დამაკლებდა გიორგი მეფე. ესეცა თქუენვე გაიგონთ, ბატონო დარბაზისერნო!

საბუთის შინაარსი და პერსონალია

edit
  • მომჩივანის ძმას აზნაურთა გამოხსნა უკისრია, მაგრამ მეფეს მძევლად ზაალი დაუტოვებია და მისი თათრებისათვის მიცემა გადაუწყვეტია, რასაც მომჩივანი აღდგომია წინ და როცა ალონში სალაშქროდ მიმავალმა გიორგი მეფემ მას ზაქარიას პირით თან ხლება შეუთვალა, მას უარი უთქვია.

პუბლიკაცია

edit