...სა მამულზედა წავიდა და ავთანდილ სხუილოსურსა მამულზედა დადგა. ავთანდილს ... ცხენი წაექცა და დედაკაცსა ვეღარა და ... მოიყვანა მისი ტანი ძმისწული მამა ჩემი, და იმა მკუიდრსა მამულზედა დასუა. და ბიძასა ჩემსა თაყას ბარათა ზრდიდა. გაუწყრა მეფე კოსტანტინე შვილსა - მეფესა ალექსანდრეს, და ალექსანდრე მეფე ათაბაგსა ივანესთანა წავიდა, და მამაჩემი თან წაჰყვა ღარიბობას. ხუთსა წელიწადსა ღარიბობას იახლა.
კოსტანტინე მეფემან ჩალაღანს გაილაშქრა და იქი მოკლეს. მოვიდა მეფე ალექსანდრე და მის ტახტზედა დაჯდა. მოვიდა მამა ჩემი იმავე მკუიდრსა მამულზედა, სხუილოზედა, დაჯდა. მაშინდელი აღარავინ ცოცხალა ზაქარიას მეტი და ზაქარიას ჰკითხეთ, როგორა ჰყვა მეფესა ალექსანდრეს მამა ჩემი. მერმე თაყაცა მოიწიფა და ორნივე კამყოლად ჰყვეს და მსახურებდეს ამავე ჩუენითა მკუიდრითა მამულითა.
მერმე დაჯდა ვახტანგ ბატონად და ბიძა ჩემი ამილახორი მისი ქუისლი იყო. და ხელთა შეიპყრა ვახტანგ მეფემან და არცა ერთი გლეხი შეუცვალა მამაჩემსა. ასრე უბრძანა: "შენ არა შეგიცოდებია-რა, არას წაგართომ". და ისრევე აქონა მისი მკუიდრი მამული. ბიძაჩემი ლეხთ-იმერით ტყუედ ჰყუანდა და მამაჩემი გორს ციხეს უდგა. და არა დააკლო-რა მისის მკუიდრის მამულისაგან, ასრე მკუიდრი არის. არც ერთი კუამლი კაცი არა შეუცვალა მეფემ ვახტანგ მამა ჩემსა.
ბატონო დარბაისერნო! ასრე ძუელითგან ნამსახურნი ვართ მეფეთანი. რის თავზედა წავხდით, თქუენვე გაიგონეთ.