1479-1482 წწ. - ერთგულების წიგნი გაბრიელ ალავერდელისა ნიკოლაოს კათალიკოსისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: Ad-1717

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: 1970 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 74


ქ. ჩუენ, ქრისტეს მიერ კურთხეულმა ამბა ალავერდელმან, პატრონმან გაბრიელ, ესე წიგნი მოგახსენეთ თქუენ, ჩუენსა მაკურთხეველსა ქართლისა კათალიკოზ-პატრიაქსა, პატრონსა ნიკოლაოსსა მას ჟამსა, ოდეს ცოტა საქმეზედ გაგუიწყერ და შეუნდობლად გაგუხადე.

ამაზედა ჩუენ შემოგეხვეწენით და შენდობა გუიბოძე. აწე, დღეს და დღეის უკანით ვიყუნეთ თქუენი და თქუენისა საყდრისა ერდგულნი. და არცა-რა თქუენი წინააღმდეგობა ვქნათ და თქუენისა სიტყუის მორჩილნი ვიყოთ. ჩუენ და ჩუენი საყდარი თქუენს ხელთ ქუეშ იყოს. ამის გათავების თავსმდებად ღმერთი და სუეტი ცხოველი მოგუიხსენებია.


საბუთის დათარიღება

edit

თ. ჟორდანია საბუთს ათარიღებს 1452 წლის ახლო ხანებით.
ი. დოლიძე საბუთს ათარიღებს ნიკოლოზ VII კათოლიკოსის ზეობით, ანუ 1562-1588 წლებით.
კორპუსში საბუთი დათარიღებულია ნიკოლაოს V კათალიკოსის ზეობის, ანუ 1479-1482 წლებით. რადგან გაბრიელ ალავერდელად მიჩნეულია დავით V კათალიკოსისათვის ასეთივე ერთგულების წიგნის მიმცემი გაბრიელ ალავერდელი. იხ. 1466-1479 წწ. - წიგნი გაბრიელ ალავერდელისა დავით კათალიკოსისადმი.

პუბლიკაცია

edit