1484-1510 წწ. - წყალობის წიგნი ერისთავ მირიან ჭარელისძისა გიორგი და ახსართან შერაზანისშვილებისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. სახელითა ღმრთისათა, ესე წიგნი და ნიშანი დაგიწერეთ და გიბოძეთ მტკიცე და შეუცვალებელი , მე, ბატონმან ერისთავმან ჭარელისძემან შენ, ჩემსა აზნაურისშვილსა შერაზანისშვილსა გიორგის და ახსართანს

მას ჟამსა, როდეს შაორს უნაჭე მარიამობასა დღესა და მიღალატა კახაბერიძემან გიორგი, პერანგის მთასა ... და ორი ისარი დამაცილა, გიორგი და ახსართან შერაზანასშვილი მიეგებეს და დაუშინეს იმა კახაბერიძესა გიორგის და მოკლეს თულაშვილი ივანე და წულუკიძე ნასყიდა, მერმე გამომექცა ისი კახაბერიძე და ნიკოლწმიდას საყდარშიგან შემეჭრა. და საყდრით გამოვიყვანე, წავიყვანე და ჩემ ცოლთანა ტყვედ მოვიყვანე, მივიყვანე და მაშინ ჯილდოდ მივე შერაზანისშვილსა გიორგის და ახსართანს: ჭუვესთავს ჩაბრაძე და წალკოტელიძე და ჭიანს შალულაძე, ქვედას არაბიძე და ონჭევს ჯალაგაძე და ჭარჭალიძე და სალაბი და კორტანს გეთიშვილი და პიპილეთსმოსიძე გოგატაშვილი.

ესე ათი გლეხი მე, ჭარელიძემ ერისთავმან მირიან უბოძე და მივე წყალობად ჩემსა აზნაურისშვილთა შერაზანისშვილსა გიორგის და ახსართანს მისითა მამულითა, წყლითა, წისქვილითა, ველითა, ვენახითა, ტყითა, სანადიროთა, სათიბითა, სახნავითა, ეკლესიითა, სასაფლავოთა, სათევზაოთა, მთითა, ბარითა, შესავლითა და გამოსავლითა, საძებრითა და უძებრითა.

არის ამისი შუამყოფი ვარდანიაშვილი. ვინც ჩემი წყალობა შეგიცვალოს, რჯულისაგანმცა შეიცულების.

მე ბორბნეშვილსა ზაქარიას დამიწერია იანვარსა ერთსა.


მეფეთა მეფე მირიან ჭარელისძე.


დათარიღება

edit
დარეჯან კლდიაშვილი

საბუთი უთარიღოა. პალეოგრაფიული ნიშნებით საბუთი განეკუთვნება XV საუკუნეს. საბუთში მოხსენიებული მირიან ჭარელისძე იხსენიება ალექსანდრე იმერთა მეფის (1484-1510) თანამედროვედ ალექსანდრე მეფის სასისხლო სიგელში შერაზადიშვილებისადმი (იხ. ქიემ, 647). ამდენად საბუთი თარიღდება ალექსანდრე მეფის ზეობის წლებით.

პუბლიკაცია

edit