1488 წ. - სააღაპე შეწირულების წიგნი გულშარ დედოფლისა ქვათახევის მონასტრისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


...ყოველსავე სჯულსა ქებათასა აღმატებულო, ქვათახევისა და ვლაქერნისა ღმრთისმშობელო!

მე, მსასოებელმან ძისა შენისამან და მინდობილმან ცვა-ფარვათა თქუენთამან დედოფალმან გულშარ, ვიგულვე და ვიგულისმოდგინე და ვცან ღუნა სულისა ჩუენისა და ტაძარსა თქუენსა წინაშე ერთი დღე საუკუნო აღაპი განვიჩინე. ასრე და ამა წესითა, რომე შიდარს ავგაროზისძეს ანდრიასშვილისა გრიგოლს და მისთა შვილთა ჩემი ნაღუაწი თოთხმეტი ათასი თეთრი მივეც. და მათ ნებითა და წადილითა საუკუნო აღაპი გამიჩინეს ნოენბერსა კე, ყოვლითურთ სრულსა და უნაკლულოსა აღაპსა გარდაიხდიდენ ყოველთა წელიწადთა.

და არაოდეს დაგუაკლდებოდეს არა ავგაროზისძეთა და მათთა შვილთა და მომავალთა და ნათესავთაგან, და არა სხუისა ადამის ნათესავისა კაცისაგან მოიშალოს. და ვიდრემდის ქვათახევისა ტაძარი ეგოს და ავგაროზისძეთა ნათესავი და მათსა მამულსა ზედა მყოფი კაცი იყოს, ესე აღაპი ვერავინ მოშალოს...

დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ქორონიკონსა როვ, ხელითა მცხეთისა ქადაგისა მახარებლისათა.


მინაწერი: ქ. ამა საქმესა უკანის, როდეს გრიგოლ მიიცვალა, ამა აღაპზედა ძმანი ვეღარა შეიწყუნეს და ჩუენისა სულისა საქმე და აღაპი ონიამან მიიგდო. ასრე და ამა პირსა ზედა, სადამდის ცოცხალ იყოს, ანუ ისი და ანუ ნათესავი მისი, ესე აღაპი არა მოეშალოს. და ჩუენ არა ვიყუნეთ, ვისცა მამული ჰქონდეს, მან გარდაიხადოს..."

საბუთის დათარიღება

edit

ქორონიკონი როვ (176), ანუ 1488 წელი.

პუბლიკაცია

edit