1488 წ. 07.1. - სასისხლო განჩინება ალექსანდრე მეფისა ფალავანდიშვილებისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

პირი

  • Hd-8731 - საბუთი შემონახულია რუსული მმართველობის დროს 1820 წელს გადაწერილი პირით.

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


გუირგუინოსანის მეფეთ-მეფის ალექსანდრესაგან, იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატონიანთა; ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა და წარმომართებელო მეფობისა ჩუენისაო, წმიდაო სკიპტრა პორფირო და გუირგუინო, მეტეხთა და ხახულისა ღმრთისმშობელო!

მეოხებითა თქუენითა აფხაზთა, ქართველთა, ჯიქთა, რანთა, კახთა, სომეხთა მეფისათა, შანშე, შარვაშთა და ყოველთა აღმოსავლეთით ვიდრე დასავლეთამდის და ჩრდილოეთისა და ორისავე ტახტისა - ქართლისა და ლიხთ-ამერისა თვით მტკიცედ ფლობით მპყრობელმან, ღმრთივ-გუირგუინოსანმან, მეფეთა შორის უმეტეს წარჩინებულმან, მეფეთა მეფემან ალექსანდრე, და პატრონმან დედამან ჩუენმან, დედოფალთა დედოფალმან ელენე, და თანამეცხედრემან ჩუენმან, პატრონმან დედოფალმან თამარ.

მოვიდეს წინაშე ჩუენსა ჩუენი ერთგულნი, სანიადაგოდ თავდებით ნამსახურნი და ჩუენისა მორჭმისათუის მომჭირნენი ჩუენი თავადნი: ფალავანდისშვილნი სიაოშ, ბევროზ, ზვიადი, ბეჟან, ფალავანდი, რუსი, მზეჭაბუკ, დავით და ივანე, რათა გვეაჯნეს.

და ვიაჯენით და ვისმინეთ აჯა და მოხსენება მათი, რათამცა შეგვეწყალნეს სიგლითა ამით და მიგვებოძა მტკიცე და უქცეველი სიგელი ესე, და შეგიწყალეთ და გიბოძეთ უკუნისამდის გასათავებელი და შეუცვალებელი მას ჟამსა, ოდეს მამა თქუენი გაბელიძესა ამირანის ძმას მოეკლა. ამა ზედან ჩამოვედით შუა თავად მე, პატრონი მეფეთ მეფე ალექსანდრე და პატრონი დადიან-გურიელი გიორგი და ჩუენნი დარბაისელნი, ამერელნი და ქართველნი და გურიულნი.

დიდი საქმე იყო ფალავანდისშვილისა და გაბელისძისა შუა. დაგიდვა და მოგცა ჩუენით საშუალობითა და მისითა ნდომა-გუნებითა მარტომან ამირან ასე და ამა პირსა ზედან, რომე არა რომელი მისი გვარის კაცი იმა მოსაცემშიგან არ შეიყვანა ამირან. ესე ჩუენი მოზავებულობითა და საშუალობითა დაგიდვა და მოგცა მკვიდრად და მოუსარჩლელად მარტომან ამირან: ოქონა მონასტერი და სოფელი სხვითა ეკლესიებითა, გლეხებისითა, საფუძვლითა და სასახლითა, ველითა, ვენახითა, მთითა, სანადიროთა, ბარითა, სახნავითა, მინდორით, სათიბითა, ჭალა-სასარითა, წყლითა, საწისქვილოთა და გამოსავლითა, მისითა სამძღვრითა და ყოვლითურთ ერთობილითა.

და გვიბოძებია და შეგიწყალეთ მტკიცე და მოუშლელ-შეუცვალებელი ჩვენ, პატრონმან მეფეთ მეფემან ღმრთივ-გუირგუინოსანმან ალექსანდრე და პატრონმან დედოფალთა დედოფალმან, დედამან ჩუენმან ელენე, და თანამეცხედრემან ჩუენმან, პატრონმან დედოფალმან თამარ, თქუენ, ჩუენსა ერთგულსა და თავდადებით ნამსახურსა და ჩუენისა მორჭმისა მომჭირნეთა, ჩუენსა თავადთა ფალავანდისშვილთა: სიაოშს, ბევროზს, ზვიადსა, ბეჟანს, ჩიჟანსა, ფალავანდსა, რუსის, მზეჭაბუკს, დავითს და ივანეს, შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა.

მას ჟამსა, როდეს გაბელიძესა ამირანის ძმასა მამა თქუენი მოეკლა და სხვა ავიცა საქმე დიადი მოეხდინა თქუენზედან, ჩამოვედით საშუალათ მე, პატრონი მეფე ალექსანდრე და პატრონი დადიან-გურიელი გიორგი და ჩუენნი დარბაისელნი, იმერელნი და ქართველნი. და დაგიდვა მარტომან ამირან. არა რომელი მისი გვარის კაცი არა მოიყენა მისისა გვარისა კაცთაგან, სასამართლოდ დადვა. რაცა მართალმან სამართალმან გაგიჩინოს ფალავანდისშვილსა, ისრე დაგიურონ სისხლი.

"მე მარტოსა ამირანს ჩემად კერძად მამიცემია მკვიდრად და მოუსარჩლელად ყოვლისა კაცისაგან ოქონა".

კულავე მე, მეფეთ მეფესა ალექსანდრეს მიბოძებია ოქონა, ნასისხლად მოცემული მარტო ამირანისაგან: მონასტერი და სოფელი სხვითა ეკკლესიებითა, გლეხნი მისითა საფუძვლითა და სასახლითა; მთა მისითა სანადიროთა; ბარი მისითა სახნავითა; მინდორი მისითა სათიბითა; ჭალა მისითა სასარითა და საჭიღვითა; წყალი მისითა საწისქვილოთა და სანადიროთა, შესავლითა და გამოსავლითა, მისითა ერთობილითა სამძღვრითა, ყოვლითურთ უკლებად და უცილებელ და მოუსარჩლელად ყოვლისა ადამიანისა კაცისაგან, ვითა ზემოთ დაგვიწერია, ოქონა მისითა ერთობილითა, ჰქონდეს ფალავანდისშვილთა ნასისხლად.

არავინ გუიბრძანებია ამა ჩუენგან დაწერილისა შლად და ქცევად არასა ჟამსა ცვლისა და შემოსულობისათუის, არა ჩუენგან და არა შემდგომად ჩუენსა სხუათა მომავალთა მეფეთა და დედოფალთაგან.

და თქუენ, წმიდანო და მღვდელთმთავარნო, ქრისტეს მიერ კურთხეულნო აფხაზეთისა და ქართლისა კათალიკოსნო, უჯუარობით დაგვიმტკიცეთ. სხუანო კარისა ჩუენისა წარჩინებულნო, ციხისთავნო, მოლარეთხუცესნო და მოლარენო, მეაბჯრეთუხუცესნო და მეაბჯრენო, მეჯინიბეთუხუცესო და მეჯინიბენო, მოურავნო და ხელისუფალნო, ტკბილისა და ხარჯის მკრეფელნო, მზარეულნო, ძროხა-საკლავისა მკრეფელნო და სხუანო ყოველნო კარისა ჩუენისა მოხელენო და წარჩინებულნო, ნუ ვინ იკადრეფთ ბრძანებულისა ამას ჩუენსა შლასა და ქცევასა, თქუენცა ნება დაურთეთ ჩუენგან დამტკიცებულსა ამას სიგელსა.

ამისნი მოწამენი არიან და შუადამხდურნი არიან: პატრონი დადიან-გურიელი გიორგი, ქუთათელ მთავარებისკობოსი ბართლომე, ჭილაძე ლიპარი, რაჭისა ერისთავი ჩხეტიძე ივანე და მისი ძმა კახ(ა)ბერი და ესტატე და აბესალომ, ჩიჟავაძე საზუერელი და ვამიყ ციხისთავი, ღოღაბერიძე ესტატე, ჩხეტიძე ამილახორი სანასარ, მოლარეთუხუცესი მხეციძე სარგის, სახლისუხუცესი აფხაჭელიძე ივანე, ინასარიძე აბესალომ, გურიულნი: ბერიძე, მაჭუტაძე, მახაძე, ლაშხიშვილი ზაზაი, კუჭეჭიძე სიაოშ, ჯაფარიძე შანშე და ქველი, საწოლის მწიგნობარი არიშიძე სიაოშ, გარაყანიძე ხელა, ჩხეტიძენი: ვახტანგ და აბესალამ, აბაშიძე თაყა და აბაში, წერეთელი განონაი, ქავთარაძე როსტევან, მიქელაძე ყერგძელი, დიდებული ზვიადი, იაშვილი ბეჟან და სრულად ჩუენნი დარბაისელნი იმერელნი, დიდნი და ცოტანი, ამისნი მოწამენი, თავდებნი და შუადამხდომნი არიან.

დაიწერა სიგელი ბრძანება ესე ჩუენი ინდიქტიონსა მეფობისა ჩუენისასა სამსა, ქორონიკონსა ას სამოცდა თექვსმეტსა, თვესა ივლისსა ერთსა, ქუთათის დღესა ორშაფათსა.


დედოფალთ დედოფალი ელენე


სიგელის ასლს ბოლოში აქვს შემდეგი მინაწერი:

Сия копия съ подлиннымъ документом верно въ том за подписомъ дворянского собрания и съ приложениемъ печати князю Палавандову выдана декабря дня 1820 года

შენიშვნები

edit

საბუთში დასახელებულ მოწმეთა ვინაობა სხვადასხვა გამოცემაში განსხვავებულია. ეს განსხვავება ძირითადად სასვენი სხვადასხვა ადგილას დასმითაა გამოწვეული.

მოგვყავს ეს განსხვავებები:

  • ს. კაკაბაძის გამოცემა:

ამისნი მოწამენი არიან და შუა დამხდურნი არიან... რაჭისა ერისთავი ჩხეტიძე ივანე და მისი ძმა კახ(ა)ბერი და აბესალომ ჩიჟავაძე საზვერელი და ვამიყ, ციხისთავი ღოღაბერიძე ესტატე, ჩხეტიძე ამილახორი სანასარ...

  • "პირთა ანოტირებული ლექსიკონი"

ამისნი მოწამენი არიან და შუა დამხდურნი არიან... რაჭისა ერისთავი ჩხეტიძე ივანე და მისი ძმა კახაბერი და აბესალომ, ჩიჟავაძე საზვერელი და ვამიყ, ციხისთავი ღოღაბერიძე, ესტატე ჩხეტიძე, ამილახორი სანასარ...

მიუხედავად ამ სხვაობებისა, უფრო სწორად მიგვაჩნია "კორპუსის" წაკითხვები., თუმცა საკვირველია, რომ რაჭის ერისთავ ივანე ჩხეტიძის მესამე ძმის ესტატეს სახელი ვერავინ ვერ ამოიკითცხა.

დათარიღება

edit
დარეჯან კლდიაშვილი: საბუთს უზის ორმაგი თარიღი: 1 ალექსანდრე II იმერთა მეფის მეფობის მე-3 ინდიქტიონი; 2. ქორონიკონი ას სამოცდა თექვსმეტი (176) ანუ 1488 წლის 1 ივლისი, ორშაბათი (ს. კაკაბაძემ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ 1488 წლის 1 ივლისს იყო სამშაბათი და არა ორშაბათი, რაც შემთხვევითობით ახსნა).

პუბლიკაცია

edit