1492 წ. - სააღაპე წიგნი მათე ქულივისძისა პატრონ შაჰყუბათისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


... ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი სააღაპო წიგნი გკადრეთ და მოგახსენეთ ჩუენ, ქულივისძეთა მათე და ჩემმა განაყოფმან ბადრიამან, შვილთა და შვილისშვილთა და მომავალთა სახლისა ჩუენისათა ყოველთავე, თქუენ, პატრონსა შაჰყუბათს და თქვენთა ზმათა და მომავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს პატრონმან მეფემან კოსტანტინე ცხუარი მოგუაბარა და მისი ჯურუმი შემოგუაგდო, და ჩუენ თქუენ შემოგეხუეწენით, და ავიღეთ სააღაპე თქუენგან, რათაცა ჩუენი გული შესჯერდებოდა. და შეგგუიკუეთეთ ქუათახევს ვლაქერნისა ღმრთისმშობელსა წინა მისითა პანაშუიდითა კარგაღებულსა აღაპსა გარდავიხდიდეთ თუესა ნოენბერსა ოცდაათსა, ანდრიობასა დღესა, პატრონისა სულკურთხეულისა დედისა თქუენისა ოსნაოზისათუის...

და ჩუენ, ერთსულობით ქვათახეველნი კრებულნი ამა აღაპისა გამთავენი ვართ.

დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ქორონიკონსა რპ, ხელითა ქადაგიშვილისა გერმანესითა.

საბუთის დათარიღება

edit
ქორონიკონი რპ (180), ანუ 1492 წელი.
საბუთის მიმღები შაჰყუბათი, თ. ჟორდანიას აზრით ბარათაშვილია.

პუბლიკაცია

edit