1494 წ. VI.24. - მამულის შეწირულების წიგნი ვამიყ შაბურისძისა ბოდორნის ეკლესიისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


... მე, ერისთავთ-ერისთავმან, სახელით ოდენ წოდებულმან ვამიყ შაბურისძემან და ჩუენმან თანამეცხედრემან, სახელითა ოდენ დულარდუხტ-ყოფილმან, მონაზონმან დომნე აღვირჩიეთ ამა სოფელსა საუკუნოი ცხორებაი, რომელთა წარმოგუევლინეს და წარმოგუეცარლნეს დღენი ჩუენნი მედგრობითა და ჟამნი ჩუენნი არაწმიდებითა. დაღონებულ ვიქმნენით ცოდვათა ჩუენთა სიმრავლისგან.

აწ, მოვედით მოწიწებით და მუხლმოდრეკით და შემოგეხუეწნენით და შემოგევედრენით სულითა და ხორცითა. ვირჩივეთ თქუენი მონდობაი და შემოვედრებაი. ძუელად ჩუენთა პაპათაგან აღშენებული მცირე აკლდამაი ჩუენ ახლადვე განვანათლეთ და აღვაშენეთ.

აწ, ჩუენისა სულისა სახსრად გკადრეთ და მოგახსენეთ და შემოგწირეთ ჩუენი მკვიდრი მამული სოფელი ხანდაკი მისითა მზღურითა ხევს უკანით ვიდრე მეფისა სამზღუართამდის. მოგახსენებდენ წელიწადსა შიგა კომლსა ზედა სამ-სამსა კაბიწსა პურსა ყალნად, და რიგის პურად ერთი კაბიწი პური, და ერთი საკლავი და ერთი კოკაი ღუინოი კომლსა ზედა. და კომლსა ზედა თვითოი ჩარექი ცვილი, ვენახნი სადამდის გამოიყოფოდენ მესამედი ტკბილი. მას გარეთ თუვითო ალოვნობასა ოთხ-ოთხი დღე ხნვაი და მისი მომუშავებაი. ასრე რომე ორ-ორი დღე დეკანოზთა მიხუდებოდეს და ორ-ორი დღე საყდარსა. და მას გარეთ ზურისა მუშაობაა და საყდრისა, რაცა მისახვედრისა მისახდომი პური და ღუინოი იყოს, იგი საყდარსა შიგა მათგან მიიღებოდეს.

აწ ამისი ასრე გაგვიჩენია, ვინცა-ვინ ჩუენისა სულისა მწირველნი და მლოცველნი იყუნეთ, კალოს კაბიწსა და კულუხსა თქუენთვის საზრდოდ მოიკლებდით და ოროლისა დღისა ნახნავსა, თუითო ალოვნობისსა, მასცა თქუენთვის მოიკლებდით. ასრე რომე თორმეტთა დღეთა საუფლოთა თანა ჩუენ, ოდენ სახელწოდებულისა ვამიყისთვის წირვიდით. და მარხვათა დულარდუხტ-ყოფილისა მონაზონისა დომნესთვის წირვიდით და მას გარეთ სახასოსა ზურისგან და ნახნავისგან გარდაიხდებოდეს აღაპი სეკდენბერსა და აგვისტოსა ვამიყისთვის; და კიდავე აგვისტოსა იე, ღმრთისმშობლობასა და ხალარჯუებასა დულარდუხტ-ყოფილისა მონაზონისა დომნესთვის. დეკენბერსა კვ, კრებასა ღმრთისმშობლისსა შაბურისძეთათვის ვარამისთვის და მათისა შვილისა მიქასათვის. ასრე რომე თუთოსა აღაპსა შიგა წაიგებოდეს თუთოი კაბიწი პური და კოკა გუერდი ღვინო და ოთხ-ოთხი ზურგიელი...

დაიწერა ქორონიკონსა რპბ, თუესა ივნისსა კდ, ხელითა ფრიად ცოდვილისა გლახაკისა, კარისა მწიგნობარისა კედელასშვილისა საბასათა.


[დამტკიცება]:


[1774 წ. 13 ივნისის მინაწერი ნუსხურით]:
ჩვენ, ძე საქართველოს მეფედ ცხებულის თეიმურაზისა, მეფე სრულიად ქართველთა და კახთა, ყაზახისა, შამშადილისა და ბორჩალისა პყრობით მქონებელი, მეორე ირაკლი, ვამტკიცებთ გუჯარსა ამას წელსა ჩღოდ, ქორონიკონსა უჲბ, თიბათვის იგ.

ბეჭედი წარწერით:
მე ფეხგანბანილთა მიერ ეკლესია ვადიდე ერეკლე.


  1. ომარ იკითხება თ. ჟორდანიასთან და პირთა ლექსიკონშიც; კორპუსში ამ ადგილას იკითხება თამარ.

საბუთის დათარიღება

edit
ქორონიკონი რპბ (182) - 1494 წ. 24 ივნისი. თ. ჟორდანიას საბუთის თარიღად მითითებული აქვს 1474 წელი, რადგან ქორონიკონის ადგილას შეცდომით ამოუკითხავს რჲბ, ნაცვლად რპბ-სი, რაც გვაძლევს 1494 წელს. ასეთივე თარიღია მითითებული საბუთის პირში: Sd-2891.

საბუთის პუბლიკაციები

edit