1496 წ. VI.12. - ალექსანდრე მეფის სასისხლო სიგელი მაჭავარიანებისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ხელმწიფე ... ღმრთივ გვიგვინოსანი ... ორისავე ტახტის ლიხთ იმერის და ლიხთ ამერისა მპყრობელმან მეფეთ-მეფემან ალექსანდრე. ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, რანთა, კახთა, სომეხთა და ქართველთა, ჯიქთა და ალანთა მეფისა, შანშე და შარვანშე.

მოვიდეს ჩუენს წინაშე ჩუენნი ერთგულნი და თავდადებით ნამსახურნი მაჭავარიანი ავთანდილ, ვარძიელ და ივანე და თქუენი შვილი სიაოშ, მას ჟამსა, როდეს მოგვიდეგით კარზედა და ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და სასისხლო სიგელი გუთხოვეთ.

ვიკითხეთ თქუენი გუარი და სახლი და საბატიონი კაცნი ყოფილიყუენით და ძველადაც საბატიო სიგელი გქონებოდა, მაგრა ჟამისა აშლილობას და ლაშქრობას წაგხდომოდა. აწ ჩუენც, რაგუარც შენს სამსახურს და ერთგულობას მართებდა, აგრე ახალი სიგელი გიბოძეთ ასრე და ამა პირსა ზედა:

ნუმც იკადრების მართალისა კაცისა სიკუდილი. თუ ეშმაკისა მანქანობითა, ვინც შენი გუარის კაცი მოკლას, სრული სისხლი, რაც ძველად გწერებოდა, და ჩუენცა ახლად დაგიმტკიცეთ ოთხას ორმოცდაათი ათასი თეთრი დაგეურებოდეს. ამას გარეთ თექუსმეტი ათასი სანახშირე დაგეურვოს.

ვინც ცოლი წაგიღოს, ნახევარი სისხლი დაგეურვოს;

ვინც ცოლი მოგი..ნას, ნახევარი სისხლი დაგეურვოს;

ვინც მართალს გრძნეულობა გითხრას, ნახევარი სისხლი დაგეურვოს;

ვინც ექუსთა ასოთაგან დაგიშაოს, მეექუსედი სისხლი დაგეურვოს;

ვინც დაღი დაგასვას, ოცი ათასი თეთრი დაგეურვოს;

ვინც უომარი შვილი გიცეს, მესამედი სისხლი დაგეურვოს;

ვინც მართალი პატრონს შეგაბეზღოს, მესამედი სისხლი დაგეურვოს; ვინც სასაფლაო გაგიტეხოს, სამოცი ათასი თეთრი დაგეურვოს;

ვინც სახლად დაგესხას, მეოთხედი სისხლი დაგეურვოს;

ვინც შენი სახლისა ქალი დაგიგდოს უმიზეზოდ, ნახევარი სისხლი დაგეურვოს;

ვინც ყმა და ანუ სეფექალი გიცეს, თორმეტი ათასი თეთრი დაგეურვოს; ვინც ჯოგი გაგიტეხოს ათი ათასი თეთრი დაგეურვოს;

ვინც გერში გადინოს, ცამეტი ათასი თეთრი დაგეურვოს;

ვინც ანუ მეჯინიბე და ანუ მწყემსი გიცეს, ოთხი ათასი თეთრი დაგეურვოს;

ვინც ცეცხლი შემოგიდვას, მესამედი სისხლი დაგეურვოს;

ვინც უპატრონოთ მამული დაგიჭიროს, მესამედი სისხლი დაგეურვოს;

ვინ გინდა ვინ უკადრისი გითხრას და ანუ უპატიობა დაგემართოს, ესე ჩუენი გაჩენილი სიგელი დაიდევით წინა და ამა სიგელზედ დაგიურვდეს.

ესე ჩუენთა ჩამომავალთა მეფეთგანც დაგემტკიცოს. აფხაზეთისა ქათალიკოზო, ქართლის ქათალიკოზო, ქუთათისის ქუთათელო, ჭყონდიდელო, წინამძღუარო, მოძღუართ-მოძღუარო და ცაგერელო, სხუანო მღრდელმოძღუარნო, ხუცესნო და დიაკონნო, თქუენც ასრე დაუმტკიცეთ.

ერისთავთა ერისთავო და სუანთა ერისთავო და მანდატურთა უხუცესო დადიანო, გურიელო, თქუენც ასრე დაუმტკიცეთ. ამისპასალარო-ათაბაგო, თქუენც ასრე დაუმტკიცეთ.

სხუანო კარის ჩუენის თავადნო: მსახურთუხუცესო და ამილახორო, ერისთავო, ციხისთავო, სახლისუხუცესო, და ამირათ-ამირაო, ამირეჯიბო, თქუენც ასრე დაუმტკიცეთ.

სხუანო კარის ჩვენის მოსაქმენო: მოლარეთხუცესო, მოლარენო, მეჯინიბეთუხუცესო, მეჯინიბენო, მეაბჯრეთუხუცესო, მეაბჯრენო, ბოქაულთუხუცესო, ბოქაულნო, მეღუინეთუხუცესო, მეღუინენო, ბაზიართუხუცესო, ბაზიარნო, მუქიფო და ხაბაზნო, თქუენც ასრე დაუმტკიცეთ.

სხუანო კარისა ჩუენის მუდმისა მოსამსახურენო: ზროხა-საკლავის მკრებელნო, მალის და ყალნის და ხარაჯის მკრებელნო, პურის და ღუინის მკრებელნო, თქუენცა ასრე დაუმტკიცეთ.

სხუანო კარის ჩუენის მემუდმენო: მესტვირეო და მენაღარენო, მეჩანგეო და მეჩიხრიხენო, მედამბურენო, მედამბურენო, მომღერალნო და მეშუშპრენო და მოშაითნო, თქუენც ასრე დაუმტკიცეთ. გოჭ-ქათმის მკრებელნო, სხუანნო ხელოსანნო, მამასახლის-ხელისუფალო, ნაცვალო, გზირო, თქუენც ასრე დაუმტკიცეთ.

დაიწერა ინდიკონის მეფობის ჩვენის ქრონიკონს ას ოთხმოცდაოთხს და თუეს ივნისს ათორმეტს და მთუარეს ათს, ნებით ღმრთისათა.


დათარიღება

edit
ქორონიკონი 184, ანუ 1496 წლის 12 ივნისი

პუბლიკაცია

edit