1501 წ. - წყალობის განახლების წიგნი კათალიკოსისა მახარებელ მაღალაძისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


---ქადაგსა მახარებელსა, ივანიასძისეული მამული და სამცხეთისშვილო წილი მითვე წესითა, რათაცა ძუელითგან ივანიასძეთადა ქადაგსა დიმიტრის ჰქონებია; და ჩოჩეთს, რაცა მისითა სასახლითა, ეკლესიითა, კოშკითა, ჭურ-მარნითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვუილითა, ველითა, ვენახითა, სახნავითა, მინდორითა, ტყითა, სანადიროთა, ჭალითა, სათიბითა, სახმრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა; და რაცა მთას ანუ ბარს მამულნი ჰქონებიან, მისითა მიმდგომითა სამართლიანითა, სრულებით და უკლებლად. და თუ ვისმე ამა მამულისა ნიშანი ჰქონდეს, მტკიცითა ამით სიგლითა გაგუიცუდებია...

დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ქორონიკონს რპთ.


კათალიკოზი.

საბუთის დათარიღება და პერსონალია

edit
პირთა ანოტირებულ ლექსიკონში 1449-1621 საბუთის გამცემია სავარაუდოდ კონსტანტინე მეფე - [ტომი III-გვ.85], კორპუსში საბუთი მიკუთვნებული აქვს ევაგრე კათალიკოსს, იმის გამო,რომ 1501 წ. Hd-2130 საბუთის მიხედვით კათალიკოზად ევაგრე უნდა ყოფილიყო. ჩვენი აზრით, მოსაზრება ამ დროს ევაგრეს კათოლიკოსობის შესახებ მცდარია [იხ. ევაგრე კათალიკოსის შესახებ] და 1501 წ. კათოლიკოსი უნდა იყოს ეფრემ I.

საბუთის პუბლიკაციები

edit