1502 წ. 10. - შეწირულების განახლების წიგნი ალექსანდრე მეფისა გელათისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


"ქ. ნებითა ღთისათა ჩვენ, ორისავე ტახტის, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა მპყრობელმან, მეფეთა-მეფემან ალექსანდრე, დედამან ჩუენმან, დედოფალთა დედოფალმან ელენე, მეცხედრემა ჩუენმან, დედოფალთა დედოფალმან თამარ, და პირმშომან ძემან ჩუენმან ბაგრატ და პატრონმან ვახტანგ დაგიწერეთ წიგნი და ნიშანი, რომლითაც გაუახლეს გელათს ნებისოფლისა და წყალწითელას შეწირულობა თავის სააღაპედ.

ქკს რჟ ღვინობისთვეს.

შენიშვნა

edit

ე. თაყაიშვილს გამოქვეყნებული აქვს ალექსანდრე მეფის ნაკლული საბუთი, რომელში მხოლოდ დასაწყისია სრულად შემონახული და აზრის გამოტანა ჭირს. ამავე დროს პირთა ანოტირებულ ლექსიკონში გვაქვს ცნობა ქსიმ N 995 სიგელზე, რომელიც ასევე 1502 წლით თარიღდება და წარმოადგენს ალექსანდრე მეფის მიერ გელათისათვის ნებისოფლისა და წყალწითელას შეწირულობის განახლების წიგნს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ორი ცნობა ერთიდაიგივე საბუთს ეხება.

პუბლიკაცია

edit