1503 წ. - აღთქმის წიგნი კოსტანტინე მეფისა კათალიკოს დოროთეოსისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ჩუენ, ღთივ-გუირგუინოსანმან, მეფეთა-მეფემან კოსტანტინე და ძეთა ჩუენთა, დავით და გიორგი და ბაგრატ ესე აღთქმის წიგნი გკადრე და მოგახსენეთ თქუენ, ჩუენსა შესავედრებელსა, კათოლიკე მცხეთისა საყდარსა, წმიდასა მეუფესა ქართლისა კათალიკოზსა დორეთეოსს.

რაცა ჩუენს საპატონოშიგა მცხეთისა საყდრისა სოფელნი, აგარაკნი და მამულნი არიან, ყუალანი უკლებად, უსარჩლელად და ხელშეუვალად მოგუიხსენებიან: კოდმანი, კარსანი, წეროვანი, გოროვანი, მუხრანი, აღაიანნი, ნიაბი, მეტეხნი, სასხორი, ძეგვი, ციხე დიდი, არმაზი, მუხათგუერდი, თელოანი, კავთისხევს საქადაგო ივანიასძისა მამული, ქალაქს და გორს, რანიცა გლეხნი არიან, ორბეთის ძირს ყორანთა, ხუედურეთს რაც სუეტი ცხოველისა ყოფილა, ციხებდავი, ტაირიშვილი, გაბრიელისშვილი, სხუა დაკლებული, რაიცა არის, მართლითა სამართლიანითა მზღვრითა და უკლებად მოგახსენოთ.[1]


  1. თ.ჟორდანიას შენიშვნა: "ამის მეტი არ არის დედანში, მაგრამ ნუსხაში დამატებულია: უპიტი, არმაზის ციხე და ბაჟი, მრულაშვილი, ტანძიერნი, ქალაქს კარნი, სარკის მონასტერი და მაჯანიძე, ატენს წინუბნელი - მოგხსენებიან თარხნად და შეუალად".

საბუთის დათარიღება

edit
ქრონიკებში თ. ჟორდანია საბუთს 1504-1516 წლებით ათარიღებს, თუმცა მისივე მოსაზრებით უფრო სწორი უნდა იყოს დოროთეოსის კათალიკოსად დადგინების 1503 წელი, როდესაც, ჩვეულებრივ, ხდებოდა ასეთი ტიპის საბუთების გაცემა. ეს მოსაზრებაა გაზიარებული კორპუსშიც.

საბუთის პუბლიკაციები

edit