1503 წ. - წიგნი ალექსანდრე მეფისა სვანთა მიერ ჯაფარიძეთა სასისხლოს გადახდაზე





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: დაკარგულია

პირი

  1. P-23

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 1866 - სისხლი ჯაფარის ძისა სვანთაგან მიცემული - "ცისკარი" 1866 - N 10

საბუთის ტექსტი: 1914 - სარგის კაკაბაძე - სვანები XV საუკუნეში

საბუთის ტექსტი: 1927 - ეგნატე გაბლიანი - თავისუფალი სვანეთი

საბუთის ტექსტი: 1941 - პავლე ინგოროყვა - სვანეთის საისტორიო ძეგლები - ნაკვ. 2

საბუთის ტექსტი: 1967 - საურმაგ კაკაბაძე (რუსული თარგმანი)

საბუთის ტექსტი: 1986 - სვანეთის წერლობითი ძეგლები - ტომი I


...მოხუედით: და თქუენი ბიძანები თვალია და ივანე მოგუეწივნეს და შეგუებნეს. მოგუერია ცოდვა, ეშმაკის მანქანებითა შემოგუერივნეს. მერმე დაგუიწყეთ მტერობა თქუენ, ჯაფარიძემან სარგის და აღარც გაგუიშუით საჯამაგიროდ, აღარც რაჭას და ლეჩხუმს სამუშირაოდ გამოგუიშუით. შუიდს წელიწადს ასრე ვიყუენით, რომე სრულიად სუანეთის ქუეყანასა საზიარებელს ვეღარ ვიშოვებდით და არც ვის მარილის გემო გუინახავს. მერმე მიგუჭირდა და აღარა ღონე გუქონდა, შევიყარენით და ოთხასი საპალნე ცხენი წამოვიტანეთ. თუითოს ცხენსა ოროლი კაცი წამოვჰყევით.

ჩამოვედით ლეჩხუმს და რაც სავაჭრო გუახლდა გავჰყიდეთ და ვისაქმეთ. ავჰკიდეთ ღუინო და წამოვედით. თავი მორჭმული გუეგონა, აღარას მოველოდით. თურმე კუჭაიძე და ლაშხიშვილი შემოჩენილი გუყუა. როგორც ჩუენ სავაჭროდ ჩამოვედით, კუჭაიძესა და ლაშხიშვილს თქუენთვის კაცი გამოეგზავნა. თქუენ სრულიად რაჭველნი შეგეყარა და ასრე მოსულიყვენით რეხტაშიგა, რომ ჩუენ თქუენი მოსლვა ვერათ საქმით ვერ შევიტყევით. წინათ თქუენ დაგუხუდით, უკანით კუჭაიძე, ლაშხიშვილი, ინასარიძე და გარეყანიძე მოგუეწივნეს, გავიყავით წინა უკანა და დაგვხოცეთ და ამოგუწყუიტეთ. რვაასის კაცისაგან ოთხასის მეტი აღარ მოვრჩით. ეს ყუელა კაცნი დაგუხოცეთ და ოთხასი ცხენი, ყუელას ღუინო ეკიდა, მისის საპალნით წაგუართუით.

ამას გარეთ სხუა მრავალი მტერობა გუიყავით და ვერსით საჯამაგიროდ ვერ გაგეპარენით, ამისი ღონე ვერ დავდევით რომ გზა გუეშოვნა. ასი სუანი დვალეთისაკენ გავიპარენით. კახეთს საჯამაგიროდა წავედით. მის წასლვა ვერ შეგუიტყევით, და მერმე შინისაკენ რომ შემოვიქეცით, იმავ დვალეთზედ წამოვედით, - დაგუხუდით გლოლას და ჭიორასა შუაზედან და მოგუიჭირეთ ხელთა, დაგუძარცუეთ, ასის კაცისაგან ორი მოამბედ გაუშუით, სხუა ყუელა ტყუედ წაგუასხით. ჩუენის მონაგებიანად ონს მიგუასხით, საქონელი სალაროში შეიტანეთ და ჩუენ დარჯილნი, საბრალონი, საღორესა და საბატეში შეგუყარეთ. ნააღდგომევიდაღმა ენკენისთუემდის იმაშიგ ტყუედ ვიყუენით. ღონე აღარ გუქონდა, დავიხსენით თავი და თუითო კარგი აბჯარი ჩუენის თავის სახსრად გამოვიღეთ და გარჯილი სული ამით შევირჩინეთ.

სხუა რასდენი ჭირი და მტერობა გარდაგუეკიდა, კაცის ენა როგორ იტყუის. ვიყუენით სრულიად ეცერს აქეთ რაც სუანეთი არის თორმეტს წელიწადსა ასრე შეწყუდეულნი, რომ ვერც კახეთისაკენ ვიშოეთ საჯამაგირო გზა, ვერც სამცხისაკენ, და ვერც გურიისაკენ, ვერც ვიმუჩირეთ. და მერმე შევიყარენით სრულიად სუანთ ჩენილები და ვქენით ვაზირობა. მივედით ეცერს, რუჩაგიანსა და დადიშკელიანსა შევეხუეწენით და დადიანთან გავგზავნეთ. შევეხუეწენით დადიანს მამიასა და ცხრა ჯორი გაუგზავნეთ. ამისი აჯა ვსთხოეთ, რომ მეფეთა-მეფეს პატრონს ალექსანდრესთან აჯა ეთხოვნა.

ღმერთმან გაუმარჯოს პატრონს დადიანსა. ჭყოინდელი გაეგზავნა და შეხუეწოდა ალექსანდრე მეფესა, ეაჯებინა და ეპატივებინა ბატონის დადიანისათუის და ასრე ებრძანა მეფეთ-მეფესა პატრონსა ალექსანდრეს თუ, ჯაფარიძისთანა თავადი რაჭას არა მყავსო; თუ ჯაფარიძის სისხლს გარდიხდიანო, სუანთ გზას მივცემო და ჯაფარიძეთაც ჩამოვხსნითო, თუ არა და ჯაფარიძის საქმეს არ გარდავწყუეტო, ჯაფარიძენი უბრალოდ დახოცესო, მწუედ მძლავრნი კაცნი არიანო და სრულიად რაჭველნი და ლეჩხუმელნი დამეკარგუიანო, და თუ ამ ჯაფარიძის საქმეს გარდასწყუეტენო, მოიყენე კარსა და რა რიგადაც სჯობდეს და ემართებოდნენ, ჯაფარიძესაც გარდაუწყუიტონ და შემოვიწყობთო.

ამაში გამოხდა ხანი და მივედით დადიანთან სრულიად ჩენილები. წამოგუიძღუა თუითან ბატონი დადიანი და გეგუთს მივედით. შეიქნა საქმობა და სანახშირე გუთხოეს ჯაფარიძეთა. დასხდეს თუითან მეფეთ-მეფე პატრონი ალექსანდრე და დადიანი ბატონი მამია, ფალავანდიშვილი ზუიადი, ჭილაძე ლომკაცი, ერისთავი კახაბერი, ამირეჯიბი რამინ და ფალავანდიშვილი ფალავანდი. ქნეს მოკითხული და სიგელიც მოატანინეს ჯაფარიძეთა. და მეტად უზომოდ დიდი სისხლი და სანახშირე ეწერა. ამაზედ იანგარიშეს. და ...ასი კაცი მოეკლა ჯაფარიძეთა და სხუა მრავალი ავი დამართებოდა ჯაფარიძეთაგან სუანთა; დაუდევით სიგელი სუანთა და გარდაიხადეს.

და მოვაცემინეთ ლაშხეთს სოფელი და ციხე, ხერიას ცხრა კუამლი კაცი, და ერთი მომცრო მონასტერი წმიდის გიორგისა თექუსმეტით ჯუარ-ხატითა, ოთხთავითა, საწინასწარმეტყუელოითა, სამოციქულოითა, მარხუანითა, ტიბიკონითა, სტოდიელითა.

ამას გარდა მოგეცით ოსეთის პირად მთიულეთს ხიდურას ოცი გლეხი, ერთი კარგი ციხე, ორი მონასტერი: ერთი დიდი გუმბათიანი მთავარანგელოზთ მონასტერი ორით დიდით ოქროს ხატითა, ოცდათვრამეტითა სხუა დიდი ხატითა, თორმეტით ოქროისა და ვეცხლის კანდლითა, მისით სამონასტრო წიგნებითა - დიდით გულანითა, ოთხთავითა, სამოციქულთა, საწინასწარმეტყუელოითა, მარხუანითა, მეტაფრასითა, დავითითა, დავითის თარგმანითა, ოთხთავის თარგმანითა, ენქეროსნით წინამძღურითა; მეორე წმიდის გიორგის საჯანის დიდი სიონი მონასტერი, ოცდათორმეტით ჯუარ-ხატითა და რაც სამონასტრო წიგნი არის მით სრულიად გათავებული, და საბატონო დეკანოზი; წინამძღუარს ოცი კუამლი კაცი და დეკანოზს რვა კუამლი კაცი.

ამის გარეთ - იქივ ხიდურას ერთი აზნაურ-შვილი სოსაგიძე მისითა ციხითა, თორმეტი კუამლი კაცითა.

სხუა - მთიულეთს ციხე და სოფელი ბრილი, ოცდაოთხი კუამლი კაცი, ერთი ეკლესია თხუთმეტით პატიოსნით ხატითა და მისით წიგნებითა სრულობით შემკობილი.

თევარეშოს - თექუსმეტი კუამლი კაცი და ციხე სხუა, და არიშიძე ლომი მისით ციხითა, ორმოცით კუამლით კაცითა.

ზედ-ქალაქსა კარგი საბატიო გუმბათიანი საყდარი ჯუარცმისა საეფისკოპოზო მისით მოთუალმარგალიტულით ომფორითა შემკობილი, რაც ეფისკოპოზისა და იმისთანას საყდარს ეკადრების, იმისთანას წიგნებით სრულად გათავებული ასის კუამლით კაცითა.

და ღებს - ორი აზნაურშვილი გიგაშვილები მისით ციხითა და სამოცდათორმეტით კუამლით კაცითა.

შოდას - წმიდის გიორგის ეკლესია და სოფელი, ოცდახუთი კუამლი კაცი და ციხე.

ჩუეშოს - ციხე და შუიდი გლეხი.

ჭიორას - ციხე და სოფელი, თექუსმეტი კუამლი გლეხი.

ბუბას - კარგი ეკლესია, ციხე და სოფელი; ეკლესია კარგის ჯუარ-ხატითა, ოცდახუთი გლეხი.

სხუა - ღების შესავალი სოფლები.

ჯუმლად - ოთხასი კუამლი კაცი.

სამი საშავარდნე სხუა, ყოვლის დღის სანადიროები, საჯიხვე, ზოფახითო, კირტიშო, ედენ, გილოინა, რიონის სათავე, სხუა სანადიროები არჩვისა.

ამ მამულს გარეთ - სამასი სამანქანური და ზედალური აბჯარი, სამასი ვეცხლის ჭურჭელი: სურა-თეფში, ჩორღათო და თასი, ვეცხლის ტაშტი, წურწუმა, კახთ მეფის ნაპარევი.

ამას გარეთ - სამასი დიდი და სუბუქი ქუაბი, სამასი ჯორი, სამასი კარგი ულაყი.

ამას გარეთ ვეღარ ამოგივედით, არ შეგუჯერდით. ამისათუის რომე თქუენი სწორი კაცი სუანეთს არ იყო, და სხუა ვეღარა ღონე ვქენით, სრულიად სუანთა ეცერს აქათ ყუელამან თქუენი ბაჟი დავიდევით, სრულად მულახელთა და მულახის შესავალთა, ლატარელთა და ლატარის შესავალთა, უშკულელთა და უშკულის შესავალთა.

აწე მოგუიხსენებია გლოლას ზედათ, ცენას იქით, ოსეთს აქათ, სრულიად მთიულეთის თემი, მათით სამართლიანითა მთითა, ბარითა, საყდრებითა, წყლითა, წისქუილითა, სათევზოითა, სანადიროითა, ველითა, სათიბითა, მისითა მიმდგომითა მართლით სამართლიანითა საძებრითა და უძებრითა მისით ყოვლითა. გქონდეს მკუიდრად და სამამულოდ თქუენ ჯაფარიძესა სარგისს, აბესალამს და ვამიყს.

ვინც ეს მოგიშალოს და შეგიცუალოს, წყეულიმც არის აქა და მერმესა მას საუკუნესა, ორთავე ცხოვრებათა შიგან. ან თემისაგან, ან ბაჟისაგან, სადამდის სუანეთი იხსენებოდეს, ან ჯაფარიძის გუარი იყოს, ან იხსენებოდეს, ვინც შეგიცუალოს, ან მოგიშალოს, - შე-მცა-იცულების ქრისტიანობის სჯულისაგან, რისხავს-მცა მამა, ზე და სული წმიდა.

აწე გქონდეს მკუიდრად, სამამულოდ ჭიდროთას ზედათი, და გლოლას ზედათი, სუანეთს იქით, ოსეთს აქათი, სრულად მთიულეთი ოთხასი კუამლი აზნაურ-შვილიანად, გლეხიანად. სრულიად ეცერს აქათ რაც სუანი იყოს, ყუელამან ბაჟი მოგცეს. გიბედნიეროს ღმერთმან, როგორც ნასისხლსა მართებდეს. ვინც ან ამ მთიულეთს დაგეცილოს, და ან ბაჟსა, ამის პირისა და პასუხის გამცემნი ჩუენ სრულად სუანნი ვიყვნეთ.

ამას გარეთ სააღაპოდ მოგახსენეთ სამასი ნებიერი, ათასა ცხუარი და სამასი ლიტრა სანთელი.

დაიწერა წიგნი ესე ქრონიკონსა რჟ და ერთსა, ხელითა ფრიად ცოდვილისა ფალავანდიშვილის ფალავანდისითა; მოწამეცა ვარ ამ საქმობისა.

საბუთის დათარიღება

edit
საბუთს უზის თარიღი: ქორონიკონი ათოთხმეტი - 1326 წ..

საბუთის პუბლიკაციები

edit