1505-1525 წწ. - ანგარიშგება ფილიპე მღვდლისა მის მიერ ეკლესიისათვის შეძენილი ქონების შესახებ




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


წმიდაო გიორგი, მფარველო ყოვლისა ქვეყნისაო, ახოვანო, მხნეო გიორგი, დაიცევ ქვეყანა ესე დიღომი, იხსენი ყოელის ჭირისგან, ქარისგან, გრიგალისგან, სეტყვისგან, დაიცევ ქვეყანა ესე.

და საფარველითა შენითა, მე, ფრიად ცოდვილმა და საწყალობერმა მღდელმან ფილიპე ესე წიგნი დავდევ მას ჟამსა შინა, როდეს ხელმწიფემა, მეფემა ბატონმა დავით მამიყვანა და დამასახლა ქუეყანას ამას, მამცა წმიდის გიორგის დეკანოზობა. პირველცა ჩვენ ქონებიყო, ჩვენვე ვიშოვეთ და გვიბოძეს.

აწე, რაც ჩემის კონდაკითა საორმოცეთა მამული ამიღია: პირველად - ყაფყური, ნასყიდი ქორქლათა, ორის დღის მიწა, როდეს ნამორიშვილი ქრისტესია მოკდა, მაშინ მამცეს; ხუცური მახარებელმა მამცა ცოლის საორმოცეთა და თავის საორმოცეთა; ნებერილი - თეთრაძემა, ოდეს მზევაძე მოკლა, მაშინ საორმოცეთ მამცა, ტინუანთ ღვემელაშვილმა ათანელმან - ცოლის და შვილის საორმოცეთა.

ბეგიშვილმან ბერმა ნაობა ხიზანიშვილის გულსადებისგანა იყიდა ნახევარი ვენახი. შიმშილობა იყო ასეთი, დედამა შვილი შეჭამა. ერთი ლიტრა ფეტვი ოცდაათ თანგათ იყო. ბერს საფურცლეს ფეტვი ედვა, იქიდაღმა მოეცა, ისრე იყიდა. მერმე საორმოცეთა ჩუენა მოგუცა. ჩუენ ერთი ხარი კიდევა მივეცით და ის ხარი მანგლეს მოეცა. ქედა ქედაშუილის საორმოცეთა მამცეს, კონდაკითა მომებარა...

საბუთის დათარიღება

edit
საბუთი უთარიღოა. თარიღდება დავით X-ის (1505-1525) მეფობის წლებით.

საბუთის პუბლიკაციები

edit