1505 წ. 01.15 - სასისხლო სიგელი ალექსანდრე მეფისა ივანე ქეროხიძისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ნებითა ღთისათა ჩუენ, იესიან, დავითიან, სოლომონიანმან, ბაგრატოვანმან, აღმოსავლეთით ვიდრე დასავლეთამდის, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა თვით-პყრობით მპყრობელმან ალექსანდრე, და პატრონმან, დედოფალთა დედოფალმან ელენე, და თანამეცხედრემან ჩუენმან, პატრონმა დედოფალთა დედოფალმან თამარ, ძეთა ჩუენთა, პატრონმან ბაგრატ, ვახტანგ და გიორგი, ნებითა ღვთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შანშესა და შარვანშესითა,

მოვიდეს წინაშე ჩუენსა ჩუენი ერდგულნი და თავდადებით ნამსახურნი ქეროხიძე ივანე, შვილნი მათნი სარელა და შვილნი და მომავალი სახლისა მათისა ყოველივე. დაგუაჯნეს, მოგუახსენეს. ვისმინეთ აჯა და მოხსენება მათი და მიუბოძეთ სასისხლო სიგელი ესე:

ვისაც თქუენისა გუარისა კაცი შემოაკვდეს, ას ოცი ათასი ძველი თეთრი გარდაგიხადოს და თორმეტი ათასი სანახშირე დაგიურვოს.

ვინაც ცოლი წაგართუას, ოცი ათასი თეთრი დაგიურვოს.

ვინც გრძნეულობა გითხრას, თექვსმეტი ათასი თეთრი დაგიურვოს მართალსა.

ვინც საღალატოდ შემოგადგეს და წინა დაგიდგეს, ექუსი ათასი თეთრი დაგიურვოს.

ვინც სახლად ზედა მოგიხდეს, ოთხი ათასი თეთრი დაგიურვოს.

ვინც ცოლი მოგი..ნას, ხუთი ათასი თეთრი დაგიურვოს.

ვინც მარანი ღვინო დაგირბიოს და გიხდინოს, ათასი თეთრი დაგიუროს.

ვინც უომარი ყმარწვილი გიცეს, ხუთასი თეთრი დაგიურვოს.

ვინც ქალი დაგიგდოს, ორი ათასი დაგიურვოს და გარდაგიხადოს.

ვინც ვენახი დაგიკაფოს, ათასი თეთრი გარდაგიხადოს.

ესე ასრე გათავდეს და აროდეს მოგეშალოს.

კარისა ჩუენისა მოურავნო, მოხელენო, ციხისთავნო, ეპისკოპოზნო, ქუთათელო, მოძღუართ-მოძღუარო, წინამძღუარნო, გელათელნო, ძმათაგანო, ღმრდელო, ხუცესნო, მთავარდიაკონო, ესე ჩუენი ბრძანება, სიგელი სასისხლო თქვენც ასრე გაუთავეთ.

ნებითა ღთისათა დაიწერა ქორონიკონსა სიგელი ესე რჟგ (1505 წ.), თუესა იანვარსა თხუთმეტსა, კარისა ჩუენისა მდივნისი ალადისითა.

დათარიღება

edit
ე. თაყაიშვილის გამოცემაში საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი რჟგ, ანუ 1505 წელი. პირთა ანოტირებულ ლექსიკონში კი საბუთი დათარიღებულია 1495 წლით.

პუბლიკაცია

edit