1508-1509 წწ. - შეწირულების სიგელი მზეჭაბუკ ათაბაგისა აწყურის ღმრთისმშობლისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


მე, ძემან დიდისა პატრონისა ყუარყუარესმან, პატრონმან მზეჭაბუკ და ძმისწულმან ჩემმან პატრონმან ყუარყუარე ვიკადრეთ და შემოვსწირეთ დიდებულსა საყდარსა თქუენსა და ტაძრისა თქუენისა საჭეთმპყრობელსა, მღრდელთმთავართ მთავარსა სუიმონ მაწყუერელსა და შემდგომითი-შემდგომად სხუათა საჭეთმპყრობელთა საყდრისა თქუენისათა, დიდი და დიდებული მონასტერი ზარზმა სრულად მისითა შესავლითა, აგარაკ-სოფლიანითა და გლეხებითა, რისაცა მამულისა მქონებელი ყოფილა ზარზმა და დღესცა არის, ანუ ქალაქად სადმე სახლობს მონასტრის ყმა, ანუ სოფლოანშიან - ყოვლითავე სრულიად და უნაკლულოდ.

თქუენდა შემომიწირავს და მომიხსენებია აჭარულითა და გურიულითა მამულითა და საღუინითა და გამოსავლითა, რითაც წესითა აქამდის უმსახურია, ამავე წესითა თქუენთუის მომიხსენებია და შემოგუიწირავს სამკუიდროდ და მოუდევრად და უკუნისამდე გასათავებელად და სადიდებელად და საქებელად შენ, ყოვლად წმიდისა აწყურისა ღმრთისმშობელისა და ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, რომლისა დიდება უკუნითი უკუნისამდი, ამენ.

საბუთის დათარიღება

edit
საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი რჟვ (196) ანუ 1508 წელი.

საბუთის პუბლიკაციები

edit