1508 წ. - სააღაპე შეწირულების წიგნი მონაზონ გაიანესი შიომღვიმისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


მე, მონდობილმან და მსასოებელმან ცვა-ფარვათა თქუენთამან, დამან მეფისა ბაგრატისამან გაიანე, სახითა ოდენ მონაზონმან, ვიგულე და ვიგულსმოდგინე მცირე ესე მოსახსენებელი ცოდვილისა სულისა ჩემისა. ვიყიდე კასპს ვენახი სამიასშვილის დეკანოზისეული, წარწარიკაშვილისა გოგნიასაგან მოსყიდული. შემოვჰწირე და შემოვიტანე ჩემთუის სააღაპოდ წმიდის შიოსსა და გავიჩინე აღაპი თთუესა ივნისსა კთ...

დაიწერა ესე შემოწირულობისა სიგელი ქორონიკონსა რჟვ, ხელითა ჭარმაულისა გრიგოლისათა

საბუთის დათარიღება

edit
საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი რჟვ (196) ანუ 1508 წელი.

საბუთის პუბლიკაციები

edit