1509 წ. - მამულის ნასყიდობის წიგნი მისრია სუმბაძისა მოძღვარ მარკოზისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: დაკარგულია

პირები:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


... მოგყიდე მე, სუმბასძემა მისრიამან და როინამან ჩემი მკვიდრი მამული სავენახე აღაიანში დედაბრისშვილთა მოძღვარსა მარკოზს და შენსა ძმასა ნაცვალასა და მისთა შვილთა: მღუდელსა გრიგოლსა, ლონგინოზს და იოანეს, გიორგის და ელიოზს, თქვენთა შვილთა და მომავალთა ყოველთავე. და ავიღე შენგან ფასი სრული და უკლები, რითაც ჩვენი გული შეგჯერდებოდა.

და თუ ვინმე გამოგენახოს ანუ დიდი ბატონი, და ანუ კათალიკოზი და ანუ მცხეთისშვილნი, ჩვენ ვიქნებით პასუხის გამცემნი. არასთანა არა გეთხოებოდეს-რა, როგორც ნასყიდს მართებს, ისრე გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან.

ამისად გათავებისა თავსდებად ესე ზემო წერილნი წმიდანი მამიხსენებიან. კაცთაგან მწყნესელაშვილი ბედიანა, ვარდიაშვილი გრიგოლა, ჟამიარაშვილი დავით, სარუაშვილი ესტატე - სრულიად ერთობილნი აღაიანელნი მოწამენი არიან.

ამისნი დამამტკიცებელნი ღმერთმან აკურთხნეს და წმიდამან დედაქალაქმან, და ამისი შემცულელნი წყეულნი და შეჩუენებულნი იყვნენ.

დაიწერა ქორონიკონსა რჟზ, მეფეთ-მეფობასა დავითისასა.

მე, საითასძესა მღუდელსა შიოშს დამიწერია და მოწამეცა ვარ.

აშიაზე:

verso-ზე:

საბუთის დათარიღება

edit
საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი რჟზ (197) ანუ 1509 წელი.

საბუთის პუბლიკაციები

edit