1509 წ. 03.01. - შეწირულების წიგნი დავით მეფისა თბილისის სიონისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა edit

დედანი:

Hd-14592

საბუთის შინაარსი edit


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ჩვენ, იესიან-დავითიან-სოლომონიან ბაგრატონიანმან, საქართველოს მპყრობელმან მეფეთ-მეფემან დავით და პირმშომან ძემან ჩუენმან პატრონმან ლუარსაბ ვიგულვე , რათა მცირედითა რათამე ღირს ვიქმნეთ მსახურებად პატიოსნისა ტაძრისა თქუენისასა. აწ, ვიგულისმოდგინეთ და შემოგწირეთ ტფილის ქალაქს ტახტისა ჩუენისა დამამტკიცებელსა სიონთა ღმრთისმშობელსა, ჩუენი სახასო აბანო ციხეს გაღმა, ხევის პირს, მისის წყლითა და სამძღურითა.

შეიწირე შენ, წმიდაო და მარადის ქალწულო მარიამ, და ნაცვალ გვაგე მეოხება შენი დღესა მას განკითხვისასა. ხოლო მღდელთმთავარი თქუენი ტფილელ მთავარეფისკოპოსი და ყოველნი მისნი კრებულნი დღესასწაულსა მიცვალებისა ჩუენისასა ცოდვათა ჩუენთათვის წირვითა და ლოცვით და პანაშვიდითა აღაპს გარდაიხდიდენ აგვისტოს იე.

დაიწერა ხელითა კარისა ჩუენისა წინამძღურის ბასილისითა, მარტს , ქორონიკონს რმზ.

მეფე დავით (ხელრთვა).

საბუთის დათარიღება edit

საბუთის თარიღია 1 მარტი, ქორონიკონი რმზ, შეესაბამება 1459 წელს და ცხადია არაზუსტია, ამიტომ კორპუსში საბუთი თარიღდება დავით X-ის (1505-1525) მეფობის წლებით. ჩვენი აზრით შეცდომა დაშვებულია ქორონიკონის გამოთვლისას და უნდა იყოს ქორონიკონი რჟზ, რაც შეესაბამება 1509 წლის 1 მარტს და ყველანაირად ჯდება ქრონოლოგიურ ჩარჩოებში.

საბუთის პუბლიკაციები edit

2016 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი IV - N 9 edit