1512 წ. 04.13 - სასისხლო სიგელი ბაგრატ მეფისა ხუტუა გაბელიძისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩვენ, იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატუნიანმან, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, ჯიქთა, ალათა მეფესა, შანშე და შარვანშე, აღმოსავლეთით ვიდრე დასავლეთამდე, ჩრდილოეთისა, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა მპყრობელმან, ღმრთივ-გვირგვინოსანმან, ბატონმან მეფეთ-მეფემან ბაგრატ

ნებითა ღმრთისათა მოვიდეს ჩვენსა ჩვენი ერთგულნი და თავდადებით ნამსახურნი გაბელისძენი, გვიაჯეს და ვისმინეთ აჯა და მოხსენება მათი, ვიცანთ ვითარობა მათი და ერთობ გვარიანი მსახური და ერთგულნი გამოვიდენ გაბელიძენი. გვიაჯებია და იაჯნეს ღმერთმან გაბელიძესა ხუტუას და თქუენსა შვილსა მახუს, შვილთა და მომავალთა თქუენთა ყოველთავე. მოგეცით სასისხლო სიგელი ესე, დაგიწერეთ და გიბოძე მტკიცე სიგელი ესე:

ვინცა თქუენის გუარის კაცი მოკლას - ოთხასი ათასი ძუელი კირმანეული თეთრი გარდაიხადოს და დაგიურვოს; ვინცა ცოლი წაგიღოს, ნახევარი სისხლი დაგიურვოს; სანახშირეთ გაგვიჩენია ოცი ათასი კირმანეული თეთრი;

ვინცა ექუსი ასოთაგან დაგიშაოს: თუალისა, ხელისა და ფერხისა - ათი ათასი თეთრი დაგეურვოს;

ვინცა უბრალოსა გრზნულობა გითხრას - ნახევარი სისხლი დაგიურვოს;

ვინცა საღალატოდ წინა დაგიდგეს - ოცი ათასი თეთრი დაგიურვოს;

ვინცა ცოლი მოგი..ნას - ოცი ათასი თეთრი დაგიურვოს;

ვინცა უომარი შვილი გიცეს - ექუსი ათასი თეთრი დაგიურვოს;

ვინცა მოახლე გაგიუპატიოს - ხუთი ათასი თეთრი დაგიურვოს;

ვინცა ჯოგი გაგიტეხოს - ოთხი ათასი თეთრი დაგიურვოს;

ვინცა სახლად მოგიხდეს - ოცდა ოთხი ათასი თეთრი დაგიურვოს;

ვინცა ქალი დაგიგდოს - მესამედი სისხლი დაგიურვოს;

ვინცა მწყემსი და მეჯოგე გიცეს - რვა ათასი თეთრი დაგიურვოს;

ვინცა სათიბი და ვენახი დაგიშაოს - ხუთი ათასი თეთრი დაგიურვოს;

ვინცა უბრალო დარბაზს დაგასმინოს - მესამედი სისხლი დაგიურვოს;

ვინცა დაღი დაგასვას - ათი ათასი თეთრი დაგიურვოს;

სხვა რაგინდა-რა უპატიობა დაგემართოს - ესე ჩვენგან ბოძებული სიგელი დაიდევით და მას ზედა დაეურვებოდეს.

აფხაზეთისა კათალიკოზო, ქუთათის ქუთათელო, ჭყონდიდელო, წინამძღვარ მოძღუართ-მოძღუარო, ოდიშს ბედიელო, მოქუელო, ცაიშელო, ქართლს კათალიკოზო, სამცხეს მაწყვერელო და ათორმეტთ მეუდაბნოენო; მღდელთ-მოძღუარნო - თქუენცა ასრე დაუმტკიცეთ.

სხვანო კარისა ჩვენისა თავადნო, ერისთავთ-ერისთავო და სვანთ ერისთავო და მანდატურთუხუცესო, დადიანო, გურიელო და ამირსპასალარო, ათაბაგო -თქუენცა ასრე დაუმტკიცეთ.

სხვანო კარისა ჩვენისა ვაზირნო, მსახურთ-უხუცესო, ამირეჯიბო, ამილახორო, ციხისთავო, სახლის უხუცესო, ამირათ-ამირაო - თქუენც ასრე დაუმტკიცეთ.

სხვანო კარისა ჩვენისა ხელისა მქონებელნო: მეჯინიბეთ უხუცესო, მოლარეთ უხუცესო, მეაბჯრეთ უხუცესო, ბოქაულთ უხუცესო, მეღვინეთ უხუცესო, გამგეთ უხუცესო, ბაზიართ უხუცესო - თქუენცა ასრე დაუმტკიცეთ.

სხვანო ჩვენისა კარისა მოხელენო: მოლარე, მოდ... და მერიქიფეო, მეჯინიბე, ბაზიარო, მეღვინე და მეჭურჭლეო, მზარეულო და მუქიფო, სხვანო კარისა ჩვენისა მემუდმენო, მალისა და ხარკისა და ყალანისა მკრეფელნო, ზროხა-საკლავისა მკრეფელნო, პურისა და ღვინის მკრეფელნო, გოჭ-ქათმისა მკრებელნო - თქუენცა ასრე დაუმტკიცეთ ნებითა ღვთისათა.

დაიწერა ინდიკტიონსა მეფობისა ჩვენისასა ქორონიკონსა მეორასესა, თუესა აპრილისა ცამეტსა, მთოვარესა ოცდახუთსა. გათავდა ესე სიგელი გელათს. ამინ.

საბუთის დათარიღება

edit
 საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი ორასი, ანუ 1512 წლის 13 აპრილი.

პუბლიკაცია

edit