1517-1520 წწ. - ღალის ამოკვეთის წიგნი, ბოძებული კათალიკოს ბასილის მიერ თევდოსისძეთათვის





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


"ჩუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ კურთხეულმან ქართლისა კათალიკოზ-პატრიარქმან ბასილი, ესე წყალობის სამკუიდრო წიგნი და სიგელი მოგიბოძეთ თქუენ, მკუიდრთა კათოლიკე მცხეთისა საყდრისაშვილთა და მრავალფერად ნამსახურსა თევდოსიძეთა: თათარასა, შენთა ძმათა თევდოსის, გიორგის და შენთა შვილთა ესტატეს, ყურუმში, ვაჩეს, შალვას, დეონოსეს და იოვანეს და სახლისა მომავალთა ყოველთავე.

მას ჟამსა, როდეს კურთხეულსა კათალიკოზ დორეთეოზს თქუენთუის დიდკართა ორის დღისა მიწა წაეღო საბაღჩავედ და სანაცლოსა ისიცა დაგპირებოდა. აწე, ჩუენ მოვედით და სამამულოდ ამოგიკუეთეთ ღალა: რასაცა ანუ მუხრანს ჰხნევდე და ანუ ნაქულბაქევთა, მისი ღალა არა გეთხოებოდეს...

დაიწერა სიგელი ესე ქორონიკონს... ხელითა ლაზარესითა.

საბუთის დათარიღება

edit

კორპუსში საბუთი დათარიღებულია ბასილი კათალიკოსის (1517-1527, 1529-1531) ზეობის წლებით, ჩვენ ვაზუსტებთ ამ თარიღს 1517-1520 წლებით, რადგან ტექსტი გვიჩვენებს, რომ საბუთი გაცემულია ბასილის კათოლიკოსობის დასაწყისში ("აწე, ჩუენ მოვედით").

პუბლიკაცია

edit