1517-1531 წწ. - სათავდებო წიგნი ბეგასი კათალიკოს ბასილისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ესე სათავდებო წიგნი მოგახსენეთ ჩუენ, ბეგამან, სარგის, ნოდარ და ამილბარ, თქუენ, პატრონსა ქართლისა კათალიკოზსა ბასილის, ასრე და ამა პირსა ზედა, რომე, რაცა მცხეთისა საყდრისა მამულსა, სარკისა მონასტრისა და მაჯანისძისა ბადრიასი და ბოთუერას სამამულო საქმე იყოს, და აგრევე ხუედურეთს, რაცა მცხეთისა საყდრისა მამული იყოს, ნასყიდი და თუ უსყიდული, ყუელასი საქმე მართლისა სამართლითა გარდაგიწყუიდოთ და ქორაზნას ვენახისა, სიგლით რაცა გქონებოდეს, ისიცა სამართლით მოგახსენოთ.

ამისა გათავებისა თავსდებად ღმერთი და მისნი წმიდანი და ქართლისა მთავარეპისკოპოსი პატრონი თევდოსი მოგუიხსენებია.

საბუთის დათარიღება და პერსონალია

edit

კორპუსში საბუთი დათარიღებულია ბასილი კათალიკოსის (1517-1527, 1529-1531) ზეობის წლებით. რაც შეეხება საბუთის გამცემებს, ჩვენი აზრით ისინი ციციშვილთა ოჯახის წარმომადგენლები უნდა იყვნენ, რადგან საბუთის მიხედვით ისინი ფლობენ ხვედურეთს.

პუბლიკაცია

edit