1526 წ. ახლო - წყალობის წიგნი პატრონ ლუარსაბისა ციხოველ იმნაძისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი დაკარგულია.

პირი:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსნისა მეფეთ-მეფეისა პატრონისა დავითის ძემან, პატრონმან ლუარსაბ, ძმათა ჩუენთა: პატრონმან ადრაზან და რამაზ, ესე წყალობის წიგნი და ნიშანი გიბოძეთ თქუენ, ივნაძეს ციხოველსა და შენს ძმათა სულიასა, და სახლისა მომავალთა თქვენისათა ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს ესაია თბილელსა თქუენთვის სააღაპე მამული მოეცა, ასრე რომე, "ამენ, ამენ", საღამოსა აღაპი გარდაგეხადა პანაშვიდითა.

რანიცა მღრდელი ანუ ბერმონაზონი დაგხუდეს, იმათ პური აჭამოთ. ჩუენცა ესე წიგნი და ნიშანი ამისათვის გიბოძეთ, რომე, ამა სააღაპოსა მოცემულსა არას კაცი გეცილებოდეს. გქონდეს დღეის და საბოლოოდ ბუზაური მამული - ექუსის დღის მიწა მისითა ჭალითა, საწისქუილოთა წყლითა.

ამას წინათაც ქონებულა, რომე შობის "ამინ, ამინ", საღამოსა და პანაშვიდითა გარდაიხადო. აწცა ჩუენ დაგიმტკიცეთ, რომე ესე ასრე გაგითავდეს, რარიგათცა გუჯარსა შიგან ეწეროს, იმ რიგად გარდაიხდებოდეს, და ნურას მოუშლით რას.

საბუთის დათარიღება

edit

კორპუსში საბუთის თარიღია 1526 წლის ახლო ხანები.

პუბლიკაცია

edit