1527-1539 წწ. - განჩინება ბატონ ბაგრატისა და ათანასე აბრამიშვილის მამულის საქმეზე





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

edit

ღმრთის შეწევნით, ამისი ასე გარდასწყდა. ჩიქუნურთა სამზღუარსა ზედა ბატონი ბაგრატ და აბრამისშვილი ათანასე ირჩოდეს. და ათანასეს მეფის ბატონის კოსტანტინეს სიგელი ჰქონდა და პატრონი ბაგრატის ხელიც ერთო იმ სიგელშიგა.

ამისი ასრე გავაჩინეთ: წადგეს თვითან ათანასე, ერთი მცხეთიშვილი სხვა და ორი მუხელი კაცი, დაიფიცოს ასრე, რომე: "ამა სიგლითა მეფის კოსტანტინესგან აქამდისინ მამცემია". რაც დაიფიცოს, დარჩეს ათანასეს და ჩამოეხსნას პატრონი ბაგრატ. და რაც ვერ დაიფიცოს, ჩამოეხსნას ათანასე.

ამას წინათ ნაბრჭობი ბატონს კათალიკოზსა აქვს და ბატონს ბაგრატს აქვს, დაგლიჯონ ის წიგნი. და თუ გამოჩნდეს, გაცუდებული არის. მართალი გარდაწყუეტილი ეს არის.

საბუთის დათარიღება და პერსონალია

edit
საბუთი უთარიღოა. საურმაგ კაკაბაძე მას ლუარსაბ I-ის მეფობის წლებით (1527-1558 წწ.) ათარიღებს, რადგან ის მიწერილი ჰქონდა ლუარსაბ მეფის სხვა სიგელს. 
ი. დოლიძემ საბუთის ბაგრატი გააიგივა დაუდ-ხანის ძე ბაგრატთან და საბუთი XVI საუკუნის II ნახევრით დაათარიღა.
კორპუსში "პატრონი ბაგრატი" სრულიად სამართლიანად ბაგრატ მუხრანბატონთანაა გაიგივებული და საბუთი 1505-1540 წლებითაა დათარიღებული. ჩვენ ვეთანხმებით ამ მოსაზრებას, თუმცა თარიღს უფრო ვავიწროვებთ 1527-1539 წლებამდე.

საბუთის პუბლიკაციები

edit