1527-1556 წწ. - განჩინება ბარათაშვილების გაყრის საქმეზე





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: დაკარგულია

პირი:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


...კურთხეულისა კაცისა ექვსნი შვილნი და შვილისშვილნი ახლად აშენებულს სოფლებზე ირჩოდეს. მათის საქმის საგანაჩენლოდ დავსხედით: მეფე პატრონი ლუარსაბ, ერისთავი ბაინდურ, ერისთავი ერასტი, გოსტაშაბისშვილი მირიან, სოლაღაშვილი შალვა, თურმანისძე სიაოშ და დავით თურმანისშვილი.

ასე რომე, ბარათას ნასოფლარი აეწერა, მისთა ბიძათა დაემოწმა, თვითანაც გასაყოფელად დაედვა. აგრევე როსაბისა აწერილი ნასოფლარი იყო მისთა ბიძასთან, ვაძნთ გარეთად დაემოწმა. ისიც ჩამოდვა გასაყოფლად. ვაძნს ბერძნიშვილისად ირჩოდა როსებ.

მოკითხული ვქენით, და ოთხთავე ძმათ მიეცა ბერძნიშვილისათვის, და ჩამოეხსანან ვაძნთა. ყალამშია ნასოფლარისას როსებ ორბელისად იტყოდა. ბატონმა მოკითხული ქმნას: თუ ორბელისა იყოს, ჩამოეხსნან. და, თუ ორბელისა არ იყოს, გასაყოფსა შიგან ჩაატანონ.

თაყას ნასოფლარი, გომარეთს გარეთ, გასაყოფია. გომარეთი თურქისტანიშვილთა არის, მიანებონ ამათ. როგორათაც სხვა მამული გაეყოს იმათ, ისე გაიყონ აზნაურისშვილთა, ნუ დაამცრობენ. ოქრო-მანგლის ნასოფლარს ბარათაშვილნი მათად ირჩოდეს. მისიც ბატონმან მოკითხული ქნას. თუ ბარათაშვილთა იყოს, მიანებონ იმათ, და, თუ იმათი არ იყოს, გასაყოფში ჩაიტანონ.

ფარიშატის ნასოფლარი კლდეისა, სხუა, რაც არის დაფიცულს გარეთ, ყველა გასაყოფში ჩაიტანინონ. დაფიცულსა სოფლებსა არას ემართლებიან. მაშინ ზოგნი იმა სხუათა განაყოფთა ადგეს და ჩამოეხსნან.

გოშთასაბის ნასოფლარები ყველა გასაყოფია დიაკოათ გარეთ. დიაკონთია დავითი ირჩის, თუ დავითს [არ] დარჩეს, ისიც გაიყონ, და თუ დავითს დარჩეს, ჩამოეხსნან.

ფალავანხოსროს ნასოფლარები ყველა გასაყოფი არის კველთას გარეთ და ფლავისმანს გარეთ. და ფლავისმანი ყველგან ერთად მიანებონ, მანგლისისა ღმრთისმშობლელისა არის, ჩამოეხსნან. მის გარეთად, რაც ამა ექუსთა ძმათა ნასოფლარი იყოს აშენებული, ანუ აუშენებელი, ყველასა თავი ერთად მოუყარონ. ბარათასა მისი მართალი საუფროსო მისცენ და სხვა ძმათა ძმურად გაიყონ. და გლეხი ვისად სახლისა მისისა არის, ერთმანეთსა ნუ დაეცილებიან. რომელმანც ესე ნაბჭობი არა ქნას და არ დაიჯეროს, იმა ნაბჭობისაგან მამული მიხუდეს, ისი ბატონმა მეფემან დაიჭიროს.


საბუთის დათარიღება

edit

საბუთი თარიღდება ლუარსაბ მეფის ზეობით, ანუ 1527-1556 წწ..

პუბლიკაცია

edit