გელათის ხახულის ღვთისმშობელს ჯანგაზ და ფირან მხეციძეებმა შესწირეს ნაქალაქევს ექვსი კვამლი: ხუცესი მიქელა და მისი ძმა ზოსიმე, მახარტელი, ნასყიდა მგელაძე, როსტე(ვან) ახალაძე და მისი შვილი ხუცესი გაბრიელი, ქოცნა და სულთმამა სპათარია თავიანთი მამულებით. დაუწესეს მათ გადასახადი და გაიჩინეს აღაპი ნათლისღებას თავიანთი მამისა და თავიანთვის.
1531 წ. - სააღაპე შეწირულების წიგნი ჯანგაზ და ფირან მხეციძეებისა გელათის მონასტრისადმი
ქართული სიგელ-გუჯრები
საბუთის დაცულობა
editსაბუთი:
საბუთის ტექსტი
editსაბუთის დათარიღება
editიმის გამო, რომ ჯანგაზ და ფირან მხეციძეების მამა სარგის მხეციძე 1531 წელს გარდაიცვალა, სარგის კაკაბაძე საბუთს 1540 წლის ახლო ხანებით ათარიღებს, ხოლო "პირთა ანოტირებული ლექსიკონი" 1531 წ. ახლო ხანებით.