1532 წ. ახლო - შეწირულების სიგელი პატრონ ყუარყუარესი მთაწმინდის პორტაიტის ღმრთისმშობლისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი დაკარგულია

პირი:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


მე, პატრონმან ყუარყუარე და ძეთა ჩუენთა, პატრონმან მზეჭაბუკ და პატრონმან ქაიხოსრო... მარადის ქალწულსა მარიამს, ბორტიატისა ღმრთისმშობელსა გკადრეთ და შემოგწირეთ მცირედი ესე ძღუენი სადგომანი: თორთომს გლეხი ხოსროასშვილი მათითა მამულითა, რისაც მქონებელი არის და ყოფილა მისითა მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, ტყითა, ველითა, შესავლითა და გამოსავლითა, სახმრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა და მისითა სამართლიანითა, ყოვლითურთ.

მოგვიხსენებია ხოსროასშვილი მესადგომედ, მას ჟამსა, როდეს მარილის თუალი შემოგწირეთ. ვინცა თქუენი მონაზონი მარილის თუალზედ იდგეს, მისთვის მოსამსახურედ მოგვიხსენებია. ასრე რომე, ჩუენ მაგიერი არცა ჯურუმი, არცა მალი, არცა სათუალავი, არცა ბეგარა, არაფერი ჩუენ მაგიერი არა ეთხოვებოდეს-რა. სამუდამოდ და საუკუნოდ გაგვითარხნებია. ასრე რომე, ვინც მონაზონი იყოს, მას მსახურებდეს და სხუა ჩუენ მაგიერი არაფერი არა ეთხოვებოდეს-რა. სამუდამოდ თარხანი იყოს...

დაიწერა ხელითა იაკობ ჯაყელურისათა.


საბუთის დათარიღება

edit

საბუთი თარიღდება 1532 წ. - შეწირულების სიგელი ნავ-ყუარყუარესი მთაწმინდის პორტაიტის ღმრთისმშობლისადმი სიგელის მიხედვით, რომელშიც შეწირულ მარილის თუალს, ამ სიგელით მომსახურე გლეხიც შესწირეს.

პუბლიკაცია

edit