1537 წ. - შეწირულების სიგელი ლევან მეფისა სვეტიცხოვლისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ... ჩუენ, მეფეთა მეფემან პატრონმან ლეონ... და თანამეცხედრემან ჩუენმა...თინათინ და ძეთა ჩემთა პატრონმა... გიორგი, პატრონმა იესე, პატრონმა ალექსანდრე და პატრონმა ელიმირზა. შესწირა სვეტიცხოველს სოფელი ხანდაკი და უწყალობა სვეტიცხოვლის ქადაგს, გედეონ მაღალაძეს ხანდაკს მცხოვრები მღვდელი ლონგინოზ კირაული და მისი ძმა ნიკოლოზი, ბარაუნთას - ქვემო გაჟღუტში მცხოვრები ოცი კომლი: ყიზლაანი, ჩხუპიანი, პავლაანი და შურიანი, ასევე ვეძისხევი და ფაშაანი, გაათავისუფლა ყველა გადასახადისგან, გარდა სათათრო საურისა და დაავალა სულკურთხეულისა მეფეთ მეფისა მამისა ჩუენისა პატრონის გიორგის საფლავთა ამსახურებდე... აღაპსა გარდაიხდიდე.

დაიწერა... ქკსა სკე.

საბუთის დათარიღება და პერსონალია

edit

საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი სკე, ანუ 1537 წელი.

პუბლიკაცია

edit