1540 წ. - სააღაპე შეწირულების სიგელი გიორგი-ყოფილ გერასიმესი სვეტიცხოვლისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

პირები:

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


... წმიდასა მეუფესა და მღდელთმთავართ მთავარსა, ხორციელად ძმასა ჩუენსა, ქართლისა კათალიკოზ-პატრიაქსა მელქიზედეკს, მე, მსასოებელმან თქუენდა მომართ და სურვილით მონდობილმან მეოხებისა თქუენისამან, გიორგი ბაგრატონიანმან, ნებითა ღმრთისათა, ყოვლისა საქართველოსა თვითმპყრობელთა შარავადედთა ნათესავმან, ძემან ღმრთივ-გუირგუინოსნისა და წარჩინებულისა მეფეთ მეფისა კოსტანტინესმან, ვცან ვითარმედ, სოფელი ესე წუთ ერთ და მსწრაფლ წარმავალ არს და საუკუნო იგი ცხორება დაუსრულებელ, ამისათუის დაუტევე ყოველივე ამაოება და დიდება მისი და შევიმოსე საღმრთო მონაზონება, რომელ-იგი მიმყვანებელ არს მონანულთა ცხორებად საუკუნოდ. მის მიერ აღგუძრნა ზეგარდმო საღრთომან სურვილმან და ხელვყავ თქუენდა მომართ მცირედი ესე მოსახსენებელი.

და შემოგწირეთ სოფლები ზერტები და ნასოფლარი სათიბი ნებადართვითა ძმისწულისა ჩუენისა, ღმრთივ გუირგუინოსნისა მეფეთ-მეფისა ლუარსაბისითა, და ძეთა მათთა: პატრონისა სუიმეონისა და დავითისითა, ძმისა ჩუენისა პატრონისა ბაგრატისითა და ძეთა მათთა: ერეკლე, არჩილ, აშოთან და ვახტანგისითა, ძმისა ჩუენისა პატრონისა ალექსანდრესითა და ძეთა მათთა: კოსტანტინე და გორგასალისათა, ძმისწულისა ჩუენისა პატრონისა რამაზისითა და პატრონისა დიმიტრისითა...

დაიწერა სიგელი ესე ქორონიკონსა სკჱ.


საბუთის დათარიღება

edit

საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი სკჱ, ანუ 1540 წ.

პუბლიკაცია

edit