1540 წ. - სასისხლო სიგელი ბაგრატ მეფისა კალანდი აფაქიძისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

აფაქიძეთა საბუთის ფრანგული თარგმანი პირველად 1858 წ. გამოსცა მარი ბროსემ ტყავზე დაწერილი დედნიდან გურიაში გადაწერილი პირის მიხედვით. ალ. ცაგარელის არქივიდან ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულ XIX საუკუნის 40-იან წლებში შედგენილ კრებულ A-1767-ში სხვა ისტორიულ მასალებთან ერთად შესულია აფაქიძეთა წერილის პირიც, რომელშიც სიგელის გამცემი მეფე არ ყოფილა დასახელებული.


საბუთის შინაარსი

edit

ბაგრატ მეფემ ფასაეჯუნის მთავარანგელოზის ყმას კალანდი აფაქიძეს და მის შვილებს ათანასეს და ფილიპეს გაუჩინა სისხლის ფასი 350 000 ძველი თეთრი და 12 000 სანახშირედ.

საბუთის დათარიღება

edit
მარი ბროსემ გამოსცა საბუთის ფრანგული თარგმანი და იგი 1008 წლით დაათარიღა. სარგის კაკაბაძეს აზრით საბუთში მითითებული უნდა ყოფილიყო 228 ქორონიკონი, რაც ბროსემ შეცდომით 13 მოქცევას მიაკუთვნა და მიიღო 1008 წელი, სინამდვილეში კი უნდა ყოფილიყო 14 მოქცევა, ანუ 1540 წელი. პირთა ანოტირებულ ლექსიკონშიც საბუთი 1540 წლითაა დათარიღებული.

პუბლიკაცია

edit