1546 წ. - თარხნობის წიგნი ლუარსაბ მეფისა ასვატურა ავანაშვილისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, ღმრთივ გუირგუინოსანმან, დიდისა მეფისა დავითისა ძემან, მეფეთ-მეფემან პატრონმან ლუარსაბ, ძმამან ჩუენმან პატრონმან რამაზ და შვილთა ჩუენთა: პატრონმან სუიმონ, პატრონმან დავით და პატრონმან ვახტანგ, ესე მტკიცე და შეუცვალებელი წყალობისა წიგნი, ნიშანი და სიგელი გიბოძეთ შენ, ქალაქს, მეტეხთა ღთისამშობლისა ყმათა ავანაშვილთა ასვატურასა და მურადასა, შვილთა და სახლისა თქუენისა მომავალთა ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და თარხნობას დაგუეაჯენით, ვქენით მოკითხული და კურთხეულისა მეფისა, პაპისა ჩუენისა პატრონისა კოსტანტინესგან იყუენით შემოწირულნი და სითარხნის წიგნი და ნიშანი გქონებოდა, თათართა მოსულასა შიგან დაკარგულიყო. ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ, ვისმინეთ აჯა თქუენი და წიგნითა ამით შეგიწყალეთ, გათარხნეთ და გათავისუფლეთ. ასრე რომე, ყოველთა წელიწადთა ქალაქურითა ლიტრითა ოცსა ლიტრასა ცვილსა მეტეხთა ღმრთისამშობელსა წინაშე უკლებად მიიღებდე.

სხვა ამას გარდა, არასთანა არაფერი სათხოვარი არა გეთხოვებოდეს: არა ტამღა, არა ბაჟი, არა პურისა და ბამბის ღალა, არა ულაყი, არა ტიკ-ტომარა და არა სხუა ქალაქისა წურილმანი შესაწერი და სათხოვარი, თვინიერ ერთისა სათათროსა საურისა და მალისა შესაწერის მეტი.

ქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან თქუენ, მეტეხთა ღთისამშობლისა ყმათა, ავანაშვილთა ასვატურსა, მურადასა და სახლისა მომავალთა თქუენისათა, ყოველთავე.

დაიწერა სიგელი ესე ქორონიკონსა სლდ, თვესა თებერვალსა თხუთმეტსა, ხელითა მდივან-მწიგნობრისა კარისა ჩუენისა თუმანისშვილისა დავითისითა.


ლუარსაბ

საბუთის დათარიღება

edit

ქორონიკონი სლდ (234), ანუ 1546 წლის 15 თებერვალი.

პუბლიკაცია

edit