1546 წ. - მანოელ ნიკორწმინდელის მინაწერი ნიკორწმიდის დაწერილზე





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

ქვემოთ მოყვანილი საბუთი წარმოადგენს XVI საუკუნის მინაწერს ე.წ ნიკორწმინდის იადგარზე, რომელშიც მანოელ ნიკორწმინდელი ჩამოთვლის მისი საეპისკოპოსოს მფლობელობას ბაგრატ III იმერთა მეფის დროს. საბუთის დედანი დაკარგულია, მინაწერის შესახებ ცნობები დაცულია სხვადასხვა გადმოცემაში. აღნიშნულია, რომ მინაწერი შესრულებული იყო XVI საუკუნის ლამაზი ხუცური ხელით, მაგრამ სამწუხაროდ თითქმის გადასული იყო და ძალზე ცუდად იკითხებოდა.

საბუთის ტექსტი

edit
1894 - თ. ჟორდანია - "ქრონიკები" - გვ.43-49

1912 - სარგის კაკაბაძე - სჯულმდებელი ბაგრატ კურაპალატი - გვ,4-6

ქ. ღვთივ გვირგვინოსანმან მეფემან ბაგრატ განაახლა და კუალად აღაშენა ეკლესია წმიდის მღდელთ მოძღვრის ნიკოლოზის მისდა სადღეგრძელოთ და გასამარჯვებლად და საუკუნოდ საცხორებლად. რ მრავალნი ძალნი და სასწაულნი იხილნა ...გნ ძილსა შინა და ცხადად ... ხმელთა და წყალთა ძლევით ... შეწევნა და წარმატება ...

იგულის მოდგინა თვით მპყრობელმან მეფემან და უძლეველმან ხელმწიფემან მონასტერი ესე ეკლესიად და დამადგინა მე განმგედ და ეფისკოპოზად უღირსი და ცოდვილი მღდელ მთავარი მანოელ და განუჩინეს რაჭის შესავალი და სასჯულო და საკურთხნი ადგილნი და დაბანი მათის სამართლიანის მზღვრითა, რომელიც ამ ეკლესიის შემავალი არის საყანე და სანადირო და სათევზე, საწისკვილო, საჯოგე, სათიბი ტყითა და ველითა, მთითა და ბარითა. არას კაცის წანაღები და ნაუსამართლოველი არა არის. მეფის იყო და მან დაიკლო. წმიდას ნიკოლოსის საყდარს შემოსწირა სარაჭოს გზას აქეთ ...[1] წმიდის გიორგის მთის საჯინიბოს აქათ, ღართს და ბიტას შემოღმა ამ ეკლესიის არს ხელშეუალად და უცილობლად, ასე რომე (თუ) ნიკორწმინდელმან დასტური არ მისცეს და მისგან ბრძანება არ ექნეს, არამ კაცმა იმ ადგილსა და დაბაში ვერაფერი საქმობა ვერ იკადრ(ოს).

თუ ვისმეს შერის(ხავს) ღ(მერ)ი და ც...ლება იკადროს ან ნადირობა, ტყის ჭრა ან ქვის თლა, ან თევზობაი ან თიბა, ხელმ(წი)ფეთა ბრძანება არის და განაჩენი, ნიკოლწმიდის უდასტუროთ ხელის მოკვეთით განიპტიჯოს. თუ ხელის მოკუეთას (არ)ჩიეს, ოცი ათასი თეთრი დაუურვოს ლ-ჯის საზღვარს თბანაწ...ცილევი ამს გამოღმა კაცს ხელი არა აქვს, კნ...ურში და თხმორ(ის)ში კაცს ხელი არა აქვს ვერვინ შე(ვ)[2] რ(თა) მისი ხსნათ... (არა) იქნეს ჰაბნ ვერცა მეფთ ... (ხელმწიფეთა) უკადრისი... ოდება ვერა ჰკადრო(ს). (არა) ვერცა სამწყსოთა მისთა მისი სამსახური და სასჯულო საკურთხი და საკანონო მოუკლონ, არავინ შევი(დოდეს) აღუჩ-ს ვერცა(ვინ) ავის(მოქმედს) ღი შემწე ექმნეს მღვდელთაგან წელსა შამარჩილი მიეცემოდეს დიაკნთაგან ო(sic ორი?) რუბი გლეხთაგან კომლზე კოდი პური და შაური დიდებულთა და აზნაურთა ნიშანი და ყლთა მაღალთა და მდაბალთაგან -- ნისაებრ (წესისაებრ?) სამსახური (ვითარცა ჩმთა?) დიდთა მეფეთა განაჩინეს და აღემაღლებინათ ეკლესია ესე ბაგრატუამან ღის მოყრემან --- განაახლა და აღ(აშენა) და თის წის გის მთავარ მოწამას შემოსწირა --- ძმუისი წყნორი კაციეთი ს-ქლ--რცხილათი სდ ასრე რომ ამ სამს სოფელში არას კაცს ხელი არა აქუსრა და---რკია მათის საზღურითა და გვიწერია და რაოდეს შეიცვალოს და არცა ოდეს --- ებისგან კლდ-ვერცა დახს(ნას?) განჩინებული ესე (სიგელი) ადგილისა პტრნთა. -ერ-ცა აფხაზეთისა კზთა პატრიარქთა...[3] მტერობისა... სიმტკიცე... არცა...[4]

ნურცა ერისთავნი და ათაბაგნი ანუ რაჭის ერისთავნი...[5]

დაიწერა ქკ(სა სლ)ვ: ხელითა ფრიად ცოდვილისა მწისა დეკნოზისა მღდელმონაზვნ(ისა) მარკოზისათა სადღეგრძელოდ ღთის (?) ყრისა ამის ყლთა კიდეთა ქყნისათა პყრობლსა მეფ(ის)ა ჩნისა რაპლატისა და მღდელთ მთვრ ეფისკოპოზისა ჩნისა მანიელ ნიკზწმიდელისათა...[6]

ხვეული ხელის მოწერა.


საბუთი წარმოადგენს მინაწერს XI საუკუნის საბუთზე: 1071-1080 წწ. - დაწერილი ნიკოლაოს წმიდის წინამძღვრისა.

  1. ორ ნახევარი სტრიქონი არ იკითხება
  2. ამის შემდეგ გაკრულ ხუცური იმავე ხელით
  3. აქ 2 სტრიქ. არა სჩანს
  4. 2 სტრიქონი არა სჩანს
  5. ქ არ იკითხება 50 სტრიქონი ანუ 100-მდის სიტყვა. აზრის აღდგენა შეუძლებელია. სჩანს მხოლოდ ცალკე ასოები და აქა იქ სიტყვებიც და როგორც ეტყობა, აქ წყევა უნდა ყოფილიყო მოყვანილი
  6. 3 სტრიქონი კიდევ არ განირჩევა

საბუთის დათარიღება

edit

თ.ჟორდანია საბუთს XI საუკუნით ათარიღებდა. მამისა ბერძნიშვილმა საბუთში მოხსენიებული ფულის ერთეულებით "კოსტანტინატი" და "დუკატი" და შემდგომი ბიზანტიური ფულის "ბოტინატის" არმოხსენებით სიგელის შედგენის თარიღად განსაზღვრა 1071-1080 წლებით, რაც გაზიარებულია შემდგომ გამოცემებშიც.

საბუთის შინაარსი და პერსონალია

edit

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია

edit