1546 წ. - ნიკოლოზ კათალიკოსის დადგენილება ახალქალაქელი მოყალნეების გამოსაღების შესახებ





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ქორონიკონსა სლდ. გამოიღებს ახალქალაქელი თავი კაცი ორნი მოყალნენი: ერთს ფურბერწსა და ერთს ცხუარს. რასდენიც დღის ყანა უთქს, დღიურზედ ოთხი კოდი ღალა; ფურის თავსა ერთი ჩარექი ერბო.

ამას გარეთ საყველიერო: ერთი ლიტრა ყველი და ოცი კვერცხი; რიგისად: გოჭი და ქათამი, მალი, საური, ულაყი, სააღდგომო; ძროხა, ცხურის სათვალავი, - ათითავი, მალის თავსა - თანგა ოცდაორი.


კათალიკოზი

მინაწერი verso-ზე:
ქ. ნადვალევს დღიურზედ ღალა სამი კოდი, თავსა თივა, ათისთავი ცხურისა და ღორის სამჯერ. რასაც ემართლებოდეს, იმ წესითა ისე მოგვართოთ.

საბუთის დათარიღება

edit

ქორონიკონი სლდ (234), ანუ 1546 წელი.

თ. ჟორდანიას სიგელის გამცემად მიაჩნია მარკოზ კათალიკოსი, ხოლო კორპუსში საბუთის გამცემად მიჩნეულია ნიკოლოზ VI კათალიკოსი.

პუბლიკაცია

edit