1547 წ. - წყალობის წიგნი პატრონ კოსტანტილესი თევდორე იაკობიძისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. სახელითა ღმრთისათა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისათა, ესე სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ ჩვენა, მეფეთა-მეფეთა შვილმანა, პატრონისა ალექსანდრესა შვილმან პატრონმანა კოსტანტილე, პატრონმანა გიორგი, პატრონმანა მელქიზედეგმა, შენა იაკობიძესა თევდორესა და ნიკოლოზსა და მომავალსა სახლისა თქვენისათა, გაბრიელსა და შვილთა თქვენთა და მომავალსა სახლისა თქვენისათა.

მას ჟამსა, შეგიწყალეთა და გიბოძეთა ოდესა ლიხთ-ამერით-დაღმან მოგიყვანეთა, დაგიმტკიცეთა შენეული ვენახი საცა შემოღობული სრულითა ნარიმანისასეული ვენახი სახლ-კარი მისითა ყოვლის ფერითა, წყლითა, წისქვილითა, მინდორითა, მისითა ყოვლისა ფერითა.

კიდევე, ხუცისეული წალკოტი იმისი ... ნაფუზარი ყმისა სახლი. ესეც შენთვის მომიცემია. სხვა მომინებებია. სხვა არა გეთხოებოდეს-რა: არა მალი, არა მემარნობა, არა მუჯირობა, არა საბაზიერო, არა ულაყი, არა საჯინიბო, არცა თივა, არა ქერი, არა საყველიერო, არა ღალა, არა სთველი. ბატონსა ხოსროვსა ვაპატიეთა სთველი.

ესე დაგვიმტკიცებია და გვიბოძებია ესე ჩვენსა ერდგულსა ყმასა და მოგეცით ჩვენსა ერდგულობაშიგან. გიცვონ და გიბედნიეროს ღმერთმან და მისთა უკუნისამდი გასათავებელათა მამიცემია ღმერთი და ყოველნი მისნი წმიდანი, ბატონი ხოსრო კაცთაგანა. და მე ყაფარჩუყაის ძესა ამირანსა დამიწერია.

დაიწერა სიგელი და წყალობა ჩვენი ესე იანვარსა... ქორონიკონსა ორასოცდაათხუთმეტსა.


გიორგი

საბუთის დათარიღება

edit

საბუთი ამჟამად გადაჭრილია 38-ე სტრიქონზე. ე> თაყაიშვილს უნახავს უფრო სრული საბუთი, რომლის ბოლო სტრიქონებზე ძალზე ბუნდოვნად, მაგრამ მაინც გაურჩევია ქორონიკკონი ორას ოცდათხუთმეტი, ანუ 1547 წელი. კორპუსში გაზიარებულია ე. თაყაიშვილის დათარიღება.

პუბლიკაცია

edit