1553 წ. - შეწირულების წიგნი პატრონ კოსტანტინესი სიონის ღმრთისმშობლისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ჩუენ, ბაგრატუანთა, ძეთა კურთხეულისა პატრონისა ალექსანდრესთა, პატრონმან კოსტანტინე და ძმათა ჩუენთა, ესე უკუნისამდის ჟამთა გასათავებელი წიგნი, სიგელი და ნიშანი მოგახსენეთ თქუენ, სასოსა და შესავედრებელსა ჩუენსა სიონთა ღმრთისმშობელსა, კურთხეულისა პატრონისა მამისა ჩუენისა სულისა მოსახსენებლად, სადღეგრძელოდ ჩუენთვის და ცოდვათა ჩუენთა შესანდობელად.

და შემოგწირეთ მცირე ესე შემოსაწირავი ქალაქური ლიტრითა - ორი ლიტრა სანთელი და ერთი ლიტრა საკმელი ტაღმისგან. ესე ყოველთა წელიწადთა უკლებად მოგეხსენებოდეს და არა დაგაკლდებოდეს. და არა შეგეცვალოს და არცა ოდეს მოგეშალოს.

და დამამტკიცებელნი ამისნი ღმერთმან აკურთხნეს.

დაიწერა სიგელი ესე ქორონიკონსა სმა, ხელითა იორდანესითაა.


კოსტანტინე

საბუთის დათარიღება

edit

ქორონიკონი სმა (241), ანუ 1553 წელი.

პუბლიკაცია

edit