...ძუელითგან წესი იყო, თქუენ, წმიდასა და ცათა მობაძავსა, ყოვლის საქრისტიანოსა განმანათლებელსა და მაკურთხეველსა კათოლიკე სამოციქულოსა საპატრიაქოსა ეკლესიასა და თქუენსა საჭეთმპყრობელსა წმიდასა მეუფესა მეუფეთასა ქართლისა კათალიკოზს პატრიაქსა დომენტის, ასრე და ამა პირსა ზედა:
ვიყუნეთ თქუენი ერთგულნი და გაუყრელნი, არას დაჭირებისათვის არა უგულებელსგყოთ, რაც ღმრთისაგან ძალ-გუედვას; და ვინც თქვენ შეუნდობლად გახადოთ, ჩუენგანც შეუნდობელი იყოს, სადამდის თქვენვე შეიწყალებდით.
ამისად გათავებისად თავსმდებად მარადის წყალობა აურაცხელი ღმერთი და საშინელი და ცათა მობაძავი სუეტიცხოველი მოგვიხსენებია.