1556-1560 წწ. - შეწირულების წიგნი მამისა ამილახორისშვილისა სვეტიცხოვლისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


... ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი სიგელი გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, სამოციქულოსა საპატრიაქოსა საყდარსა და მაშინა აღმართებულსა სუეტსა ცხოველსა, კუართსა საუფლოსა და მირონსა ღმერთ-მყოფელსა, და თქუენსა საჭეთმპყრობელსა წმიდასა მეუფესა და პატრიაქ-კათალიკოზსა პატრონსა დომენტის, მე, მამისამან ამილახორისშვილმან, შვილთა და მომავალთა სახლისა ჩუენისათა, ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს კორინთლის სულხანის ასული შევირთე და საკანონო იყო, და თქუენ რჯულისა წესითა გაგვიწყერით და გამოგვენახენით. ჩუენ მოგიდეგით კარსა და ცოდვათა ჩუენთა დასაურვებლად და შესანდობლად გკადრეთ და შემოგწირეთ კირბილიდამან ჩუენი სახასო ხოდაბუნი მიწა თქუენსავე ხოდაბუნსა მოკიდებით, შარას ქუეშეთ, დაღმა, სობურს რუმდი, ქუემოთ, სობურს სამზღურამდი და სამი სამანი ჩაგისვი...

დაიწერა მტკიცე ესე სიგელი ბარათაშვილის მონაზონის ფილიპესითა.

საბუთის დათარიღება

edit

მზია სურგულაძე: საბუთი უთარიღოა. ს. კაკაბაძე მას ათარიღებს საბუთში მოხსენიებული კათალიკოს დომენტი I-ის კათალიკოსობის (1556-1559) წლებით. წინამდებარე გამოცემაში ეს დათარიღება გაზიარებულია, მხოლოდ მცირედ შესწორებულია კათალიკოს დომენტის წლების მიხედვით - 1556-1560.

პუბლიკაცია

edit