1556-1568, 1578-1600 წწ. - მამულის წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა ბანაროზასადმი

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

პირი

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმან მეფეთ-მეფემა პატრონმა სვიმონ, ძმამა ჩუენმა პატრონმა ვახტანგ, ესე ჟამთა გასათავებელი წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ გიბოძეთ, თქუენ, ჩუენსა ერდგულსა, თავდადებით ნამსახურსა ბანაროზს, იობს და იანქოს.

დევაურსა გუეაჯენით, ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი, მოკითხული ვქენით და ამას წინათცა თქუენი ყოფილიყო. აწე, შეგიწყალეთ და გიბოძეთ დევაური მისითა მთითა და სასახლითა და სახნავითა.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურშიგა.


საბუთის დათარიღება

edit

მზია სურგულაძე: საბუთი უთარიღოა. დათარიღებულია სვიმონ მეფის მეფობის (1556-1600) წლებით

პუბლიკაცია

edit