მცხეთის პირდაპირ მონასტერი ჯვარისა. სოფელი ჯვარი თავისის სამართლიანის მამულითა და სამძღურითა; ახალციხის ციხე რომ არის, იმის პირდაპირ რომ ხევი არის, წიწამურულს ვენახებთან, ჯვარულს გორას უძახიან, ზედაძენი და გახვრეტილი კლდე, ბობოხვრელი და ქვაჯვარა, უკან - ჭანჭრობი, გამოღმა - ფოსვი და აკაკი.
სადაც რომ დევის მუხლის პირდაპირ ღრმა ღელე ჩავა მტკვარზედ, იქამდინ ჯვარი ქართლის მეფის აშენებულია; და სოფელი მალაქია ქათალიკოზს აუშენებია. როგორც მცხეთა არის კათალიკოზისათვის, ისე ჯვარი კათალიკოზის ტახტია, მემკვიდრენი არიან.
წელსა ჩყნთ, ქორონიკონს სმზ.