1559 წ. - შეწირულების წიგნი იოსაფათ გოგიბაშვილისა სვეტიცხოვლისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


... ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წიგნი და პირი გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, წმიდასასა და ცათა მობაძავსა, ყოვლისა საქრისტიანოსა მაკურთხეველსა და განმანათლებელსა, სუეტსა ცხოველსა, კუართსა სამეუფოსა და მირონსა ღმრთივ-აღმართებულსა და თქუენსა საჭეთმპყრობელსა წმიდასა მეუფესა, ყოვლისა საქართველოსა კათალიკოზ-პატრიარქსა დომენტის, ჩუენ, გოგიბასშვილმან იოსაფათ, ჩემმან ძმამან ვახუშტ და ფალანხოსრო, შვილთა და მომავალთა სახლისა ჩუენისათა.

მას ჟამსა, როდეს ღმრთივ-გუირგუინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმან ლეონ შეგუიწყალა და მათი ქალი გუიბოძა - ბატონი ქეთეონ ჩუენის ძმისა ვახუშტისათუის, დიდად უხუედრი და საკანონო იყო. მიუდეგით კარსა, შევეხუეწენით და დაუურვეთ ჩუენად სადღეგრძელოდ და ცოდვათა ჩუენთა შესანდობლად მაჭიხელს ოცდაათი კუამლი კარგი გლეხი, უკლებად ბეგარისა გამომღები; ორი ოქროს კანდელი, - სუეტსა ცხოველსა წინა დაუვსებელად ენთებოდეს, - ასრე თარხნად და ხელშეუვლად, როგორცა ძუელთა სიგელთა და გუჯართა შიგა სწერია.

არა ეთხოვებოდეს არა ციხის მუშაობა, არა სახლის მუშაობა, არა ყანისა და ვენახისა მუშაობა, არა ულაყის ზიდვა, არა მალი, არა ტიკი და ტომარა, არა გოჭ-ქათამი, არა საჯინიბო, არა სახორსალარო, არა საბაზიარო, არა დიდი და არა წურილი სათხოვარი და გამოსაღები, რაცა კაცისაგან მოიგონების და მწიგნობარისაგან დაიწერების. არასთანა არა ეთხოვებოდეს-რა, თუინიერ თანადგომისა და ძალ-მიცემისაგან კიდე...

დაიწერა მტკიცე და შეუცვალებელი სიგელი ესე ქორონიკონსა სმზ.

ვახუშტი.

საბუთის დათარიღება

edit

ქორონიკონი სმზ (247), ანუ 1559 წელი.

პუბლიკაცია

edit