1561 წ. 09.10. - წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა პაპუნა მაღალაძისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ჩუენ, მეფეთა-მეფემან, ღმრთივ-გუირგუინოსანმა პატრონმან სუიმეონ და თანამეცხედრემან ჩუენმან პატრონმან ნესტანდარეჯან და ძმამან ჩუენმან ვახტანგ და ძეთა ჩუენთა: პირმშომან გიორგი და ლუარსაბ, შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა და დიდად ნამსახურსა მაღალაძეთ, ჩვენს მეღვინეთუხუცესსა პაპუნასა, შვილსა შენსა ქადაგსა გედოვანს სამოვროდ გომნი და თრიალეთის სოფელი ეძანი და ჩოჩეთი მამულად, როგორც პაპის ჩუენისაგან გბოძებოდათ.

დაგიმტკიცეთ და გიბოძეთ, და, რა თვალზედ ან მიწა და ან საგლეხო გქონდათ, ის ჩუენ გამოგართვით და მისად სამუქმოდ იმნაძე გიორგი თავის მამულითა გიბოძეთ.

ესე ასრე გაგითავდეს და არა მოგეშალოს არა ჩუენგან და შემდგომად ჩუენსა მომავალთა მეფეთა და დედოფალთაგან. და ვინც მოგიშალოს, ისიმც შეიშლების თავის პატრონობისაგან. და ნურათამცა სინანულითა იქნების ხსნა სულისა მათისა, უკუნითი უკუნისამდე. და ვინ დაამტკიცოს, ღმერთმან გაგებული მისი ყოველივე მტკიცე ყოს. ესე ასე გაგითავდეს.

დაიწერა ბძანება, მტკიცე ესე სიგელი, ქორონიკონს სმთ, სეკტენბერსა , ხელითა მდივან-წინამძღვარის ბარნაბესითა.


საბუთის დათარიღება

edit

ქორონიკონი სმთ (249), ანუ 1561 წლის 10 სექტემბერი.

პუბლიკაცია

edit