ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისათა; მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისა და მარადის ქალწულის მარიამისითა, სუეტისა ცხოველისა, კვართისა საუფლოსა და მირონისა ღმერთ-მყოფელისათა და ყოველთა წმიდათა ღმრთისათა ზეცისა და ქუეყანისათა, ესე ჟამთა გასათავებელი წიგნი გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, კათოლიკე სამოციქულოსა ეკლესიას სუეტსა ცხოველსა, კუართსა საუფლოსა და მირონსა ღმერთ-მყოფელსა და თქუენ, კათალიკოზ-პატრიაქსა პატრონსა ნიკოლაოსს;
ჩუენ: ამბა ალავერდელმან ზაქარია, ნინოწმიდელმა სილოვანე, კაწარელ ებისკოპოზმან ფილიპე, ბოდბელ მაქსიმე, ნეკრესელმა კლიმე, ჭერამელმან ეგნატე, , ხარჭაშნელმან ელისე, ასრე და ამა პირსა ზედა, რომე:
ანუ საყდრისა, ანუ რჯულის საქმეზედა ვისცა გაუწყრე და გამოენახო, ჩუენცა გაუწყრეთ და გამოვენახოთ; და სადნამდის შენ არ ნახო და შენდობა არ მისცე, არც ჩვენ ვნახოთ და არც შენდობა მივსცეთ.
ამისად გათავების თავსმდებად ღმერთი და ყოველნი მისნი წმიდანი მოგუიხსენებია.
- ალავერდელი
- კაწარელი
- ნინოწმიდელი
- ჭერემელი
- ხარჭაშნელი