...ჩვენ, ღმრთივ-გვირგვინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმან გიორგი და თანამეცხედრემან დედოფალთ-დედოფალმან რუსუდან ესე წყალობის საიმედო წიგნი და სიგელი გიბოძე შენ კდიაშვილთ-შალიკაშვილს და შენს შვილს გოგიჩას და შალიკას და ზაქარიას და ბენიამენს... ასე და ამ პირსა ზედან, რომ საათაბაგოდან რომ წამოვედით, შენ თან წამოგვყევით, შენის ცოლითა და შვილით, შვიდის გლეხით, ცხენის ჯოგით, ხარისა და ძროხის ჯოგით, ცხვრისა და თხის ჯოგით.