1565 წ. - შეწირულების წიგნი რობამ ფავლენიშვილისა ნიქოზის ეკლესიისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

პირი:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი IV - N 1


ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ესე შეწირულების წიგნი და სიგელი გკადრეთ და მოგართვით და შემოგწირეთ ჩუენ, ფავნელისშვილთა რობამ, გორასპი, იორამ და კუალად იოთამ ... ხატსა ამაღლებისასა ნიქოზს, სამკვიდრებელსა მეფეთა ჩუენთასა.

მოგახსენეთ და შემოგწირეთ სოფელი ზემო ნიქოზი. პირველადცა ღმრთივ-გვირგვინოსანსა მეფეთა-მეფესა და მოწამესა ვახტანგ გურგასლანსა, სანატრელსა აღმაშენებელსა წმიდისა საყდრისა თქუენისასა შეეწირა სოფელი ზემო ნიქოზი და სხვანიცა მრავალნი სამწყსონი და ადგილნი და ჟამთა სიგრძეთა და ვითარებისაგან მოშლოდეს. ზოგი რომელნიმე ჰქონდეს კუალად წმიდასა ტაძარსა თქუენსა და რომელიმე ჩუენთა ნათესავთა გაეყო და თვის-თვისად დაეჭირა.

ხოლო ჩუენ ახლად მოგვხედნა მოწყალებამან თქუენმან და აღგვიხილნა თვალნი გულისა ჩუენისანი და მოგახსენეთ და შემოგწირეთ, რაცა ჩუენ სახასოდ გვქონდა: აზნაურისშვილი, მსახური და მოყალნე, და რაც მამულზედა მსახლობელი იყო და ანუ ოხერი და პარტახტი იყო, მით ყოვლით ფერითა, უნაკლულოდ მოგახსენეთ და შემოგწირეთ სოფელი ზემო ნიქოზი ყოვლითა ფერითა უნაკლულოდ.

მოგახსენეთ და შემოგწირეთ სოფელი ზემო ნიქოზი ყოვლითა მისითა სამართლიანითა და, რაცა ჩუენ ზემო ნიქოზს სახასოდ გვქონდა, მით ყოვლითა ფერით მოგახსენეთ თქუენ, საშინელსა ხატსა ამაღლებისასა პირველად სალოცველად და სადიდებლად ღვთივ-გვირგვინოსნისა და ღვთივ-დამყარებულისა მეფეთ-მეფისა სვიმონისათვის და თანამეცხედრისა მათისა დედოფალთა-დედოფლისა ნესტანდარეჯანისათვის და ძეთა მათთა სასურველთა კეთილად დაცვისა და წარმართებისათვის, და რათა მცველ და მფარველ ექმნე ორსავე შინა ცხოვრებასა...

ქორონიკონსა სნგ.


საბუთის დათარიღება

edit

ქორონიკონი სნგ (253), ანუ 1565 წელი.

პუბლიკაცია

edit